ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი: „თურმე, სწორი კვება მას ნიშნავს, რომ..“

61
(განახლებულია 18:17 22.05.2021)
ნუკი კოშკელიშვილი საუბრობს საკუთარ თავზე, თუ როგორ შეძლო სასურველ ფორმაში ჩამდგარიყო და საამისოდ რა გააკეთა.
ნუკი კოშკელიშვილი: „თურმე, სწორი კვება მას ნიშნავს, რომ..“
„გულით მინდა, რომ წამყვანი ვიყო, იმიტომ, რომ გამოხატვის ეს ფორმა ყველაზე მეტად მომწონს. თუმცა უკვე ყველაფერი ვცადე და ვიცი, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო.“_ ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი: „პანდემიის დროს ათი კილო მაინც მოვიმატე, არ ვვარჯოშიბ, ამის ნებისყოფა არ მაქვს. ბევრჯერ მიცდია, მაგრამ არ გამომდის. როცა მეუბნებიან, რომ სამ თვეში დაიკლებო, ეს სამი თვე არასოდეს მოვიდა, ანუ იქამდე ვერ მივდივარ.“

61
თერმოსკრინინგი

საქართველოში „ინდური შტამის“ შემთხვევებმა იმატა

20
(განახლებულია 16:12 16.06.2021)
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე საქართველოში „ინდური შტამის“ გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობაზე საუბრობს.

 

მეგი კობახიძე

„მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მოიმატა „ინდური შტამის“ დადასტურებულმა შემთხვევებმა. ახლა მთავარია არ მოხდეს მისი უფრო მეტად გავრცელება. თუ როგორი იქნება ვირუსის გავრცელება და საჭირო გახდება თუ არა ქვეყანაში კოვიდ-რეგულაციების გამკაცრება, ამას მომავალი კვირები გვიჩვენებს“, - განაცხადა კობახიძემ Rustavi2-ის ეთერში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი შტამის 18 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ინფიცირებულები, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდნენ.

20
მიკროფონი

ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ვალი კრიტიკულ ზღვარზეა

15
(განახლებულია 15:55 16.06.2021)
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, წელს ხელისუფლების ამოცანა სახელმწიფო ვალის და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა.

 

კოვზანაძე

„მოგეხსენებათ, რომ 2020 წელი ძალზე რთული წელი იყო, საქართველოს ეკონომიკის 6.2%-იანი ვარდნა გვქონდა. გარდა ამისა, გასული წელი რთული იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ბიუჯეტის დეფიციტმა 9.3%-ს მიაღწია. წელს ჩვენი ამოცანაა, რომ შევამციროთ საგარეო ვალი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზეა და ასევე ბიუჯეტის დეფიციტი დავწიოთ 7%-ზე ქვემოთ“, -განაცხადა კოვზანაძემ „პირველი არხის" ეთერში.

დღეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს 2020 წლის ბიუჯეტის შემაჯამებელი ანგარიშს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარუდგენს.

15
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ექვსის პლატფორმა: ანკარა თბილისთან რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას იხილავდა - ერდოღანი

0
პლატფორმაში შეიძლება შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთი, აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა თბილისთან იხილავდა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას „ექვსის პლატფორმის“ ფარგლებში, იუწყება РИА Новости.

ერდოღანმა ბაქოში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიევთან ერთად იხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში „ექვსის პლატფორმის“ შექმნის საკითხს თანამშრომლობის გასავითარებლად. პლატფორმაში შესაძლოა შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, „სურვილის შემთხვევაში“, სომხეთი.

„მე და ჩემმა ძმამ (აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, - რედ.) წამოვაყენეთ წინადადება. მოდით შევქმნათ პლატფორმა ექვსი ქვეყნის თანამშრომლობისთვის. შევქმნათ სტაბილურობა რეგიონში. აქ არის საქართველოსა და რუსეთის მომენტი, ჩვენ ვიხილავდით საკითხს საქართველოს პრემიერთან. მე აღვნიშნე, რომ ეს საქართველოსთვის ხელსაყრელია, მოდით ეს გავაკეთოთ. გვინდა, რომ თქვენ გადალახოთ რუსეთთან არსებული სირთულეები. ვთქვი, რომ ეს კარგი იქნება. რეგიონს მშვიდობა სჭირდება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას.

ოფიციალურმა თბილისმა ამას წინათ ერდოღანის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთობლივ საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობას შეუძლებლად მიიჩნევს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა. დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის დისკუსიებისა და 2012 წლიდან პრაღაში მოლაპარაკების ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინი ვაჭრობასთან, ტურიზმთან დაკავშირებულ, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს იხილავენ.

0