მაია ასათიანი

მაია ასათიანი: „მაშინაც მჯეროდა და ახლაც, რომ ჩვენ საქმეში მთავარი ადამიანობაა“

99
(განახლებულია 18:12 22.05.2021)
მაია ასათიანი საუბრობს საკუთარ თავზე, იმაზე, თუ რა და როგორ შეიცვალა მასში და რომ ცვლილებები აუცილებელია პიროვნული ზრდისთვის.

 

მაია ასათიანი: „მაშინაც მჯეროდა და ახლაც, რომ ჩვენ საქმეში მთავარი ადამიანობაა“
„ჩემს წინ ესვენა ადამიანი, რომელიც ჩემია და მე ვერაფერს ვშველოდი. ქუჩაში შეიძლება მომეჩვენოს, რომ ნუცაა, მერე მივდივარ და ვუყურებ მას. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ იცვლებიან, მე შარშან სხვანაირი ვიყავი შარშანწინ კიდევ უფრო სხვანაირი.“- ამბობს მაია ასათიანი,

ტელეწამყვანი მაია ასათიანი: „ძველ ფოტოებს როცა ვუყურებ, ვხვდები, რამხელა ცვლილება მოვახდინე საკუთარ თავში. თუ არ იზრდები და არ ვთარდები, თუ მიზანი არ გაქვს და მერე ახალს მიზანს არ დაისახავ, მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას?“

99
კახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი

კახა მამულაშვილი: „ამის გამო ბევრჯერ დავსჯილვარ კიდეც“

47
(განახლებულია 15:08 20.06.2021)
კახა მამულაშვილი საკუთარ თავზე და პიროვნულ თვისებებზე საუბრობს, იხსენებს დროს, როცა მის ცხოვრებაში ლელა წურწუმია გამოჩნდა.

 

მამულაშვილი
„ყველა და ყველაფერი მახსოვს, შემეძლო ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში მისთვის ნდობის მანდატი მიმეცა. ჩემი ასეთი ურთიერთობები და სიტყვა ბევრს გამოუყენებია სათავისოდ“, - ამბობს კახა მამულაშვილი.

პროდიუსერი კახა მამულაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამბები სწორედ ამის გამო გადამხდენია ხოლმე თავს, ვცდილობ, რომ ამაზე არ ვიფიქრო“.

47
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

კახა კალაძე: „მე და ანუკი ვცდილობთ ზედმეტად თვალში არავის მოვხვდეთ“

30
(განახლებულია 17:15 19.06.2021)
დედაქალაქის მერი კახი კალაძე საუბრობს პოლიტიკისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე და  იხსენებს დროს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

 

კალაძე
„როგორც პოლიტიკოსს რაღაც ჩარჩოები მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, გააზრებული მქონდა რას ვაკეთებდი და საით მივდიოდი, ეს არ ყოფილა მარტივი“, - ამბობს კახი კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, ადამიანებს, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა შეეძლოთ ერთად დაჯდომა და მსჯელობა. „დარწმუნებული ვარ, გავა წლები და ის, რითიც  დღეს ქართული პოლიტიკაა გაჯერებული, შეიცვლება და უნდა შეიცვალოს კიდეც“, დასძენს კალაძე.

30
გიორგი გახარია

გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს აშშ–ში გამართავს

0
(განახლებულია 12:49 21.06.2021)
ვიზიტის ფარგლებში გახარიას შეხვედრები აქვს დაგეგმილი სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო ვიზიტით აშშ–ში გაემგზავრა, იუწყება პარტიის „საქართველოსთვის" პრეს-სამსახური.

ვაშინგტონში მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. გახარიასთან ერთად აშშ–ში გამგზავრნენ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და ექს–პრემიერის პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე. 

გახარია აშშ–ში ბრიუსელიდან გ აემგზავრა, სადაც სამუშაო შეხვედრები გამართა დასავლელ პარტნიორებთან –  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ევროპარლამენტის დეპუტატებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურისა და ნატოს წარმომადგენლებთან.

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება" გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას "სახელმწიფოს ღალატში" დასდეს ბრალი.

გადადგომის მომენტში გახარია პოპულარული პოლიტიკოსი იყო. მისმა პოსტებმა და ფოტოებმა სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება