ნათია თურნავა

ნათია თურნავა: ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს ორგანიზებულად აცრიან

27
(განახლებულია 07:36 05.05.2021)
ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა ქვეყნისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

ნათია თურნავა: ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს ორგანიზებულად აცრიან
„ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, რადგან  ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია კოვიდ-უსაფრთხოა. ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი  სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდება მათი, რასაკვირველია, ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია“- აღნიშნა თურნავამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პროცესში ტურიზმისა და  სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანებიც ჩაერთვებიან.

27
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი შემაწუხებელია

47
(განახლებულია 23:18 17.05.2021)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რა შემთხვევაში მოხსნიან სრულად გადაადგილებაზე შეზღუდვას.
ღარიბაშვილი: ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი შემაწუხებელია
„ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ქვეყანაში ექვს თვეზე მეტია მოქმედებს – „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად იმართება.

47
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში

ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა

49
(განახლებულია 22:26 17.05.2021)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს მოუწოდებს, არ შეშინდეს, რადგან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.
ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა
„დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ, მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერდება კეთილი საქმე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს, არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს!“ – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორემ მშობლებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდებს, რადგან მათ მშობლების სითბო სჭირდებათ.

 

49
ახალგაზრდა პირბადით

როდისაა მოსალოდნელი კორონავირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში ექსპერტის მოსაზრება

0
(განახლებულია 13:36 18.05.2021)
გიორგი ფხაკაძის აზრით, ზაფხულში ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა. მაისის ბოლოს მესამე ტალღა უკან დაიხევს, ხოლო სექტემბერში პანდემიის მეოთხე შემოტევას უნდა დაველოდოთ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. კორონავირუსის მეოთხე ტალღას საქართველოში უკვე სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, მიიჩნევს საერთაშორისო ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე.

გამყრელიძე: საქართველოში პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა>>

ის ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოს მესამე ტალღის პიკი შენელდება და ეს ძალიან კარგია.

ფხაკაძის თქმით, ზაფხულში დავისვენებთ და ენერგიას მოვიმარაგებთ, მაგრამ ვირუსი არსად წავა. უნდა მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა იქნება, აღნიშნა მან.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მეოთხე ტალღას იმ შემთხვევაში ავარიდებთ თავს, თუ მოსახლეობის 70% იქნება აცრილი.

საქართველოში გასულ დღე–ღამეში ინფიცირების 1.562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია; სულ გამოჯანმრთელდა 312.349ადამიანი, გარდაიცვალა – 4.499.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. მას მოსდევს აჭარა და იმერეთი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში აიცრა 93.305 ადამიანი, ხოლო სრული ვაქცინაცია ჩაუტარდა 15.077 მოქალაქეს.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები