დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

მამა თეოდორე: ბევრი ადამიანია მონათლული... მაგრამ ქრისტე ვინ არის არ იცის

70
(განახლებულია 17:09 03.05.2021)
დეკანოზი თეოდორე გიგნიძე ქრისტიანობის არსისა და ქრისტეს მოძღვრების მნიშვნელობის  შესახებ საუბრობს.

 

მამა თეოდორე: ბევრი ადამიანია მონათლული, ეკლესიურად ცხოვრობს, მაგრამ ქრისტე ვინ არის არ იცის
„ღმერთი არავის უხილავს. არავინ არ იცის ღმერთი როგორია, უბრალოდ წარმოდგენები აქვთ ადამიანებს, მაგრამ რომელიც იყო წიაღთა მამისათა, ანუ თავად ძე ღმერთი, მოვიდა და მან გვითხრა როგორია ღმერთი. ქრისტემ მოგვიტანა ცოდნა ღმერთის შესახებ. როცა ადამიანი ინათლება, თუ არ იცის ქრისტიანობის შესახებ, მისი მონათვლა არ შეიძლება. დღეს ძალიან ბევრი ადამიანია მონათლული, ეკლესიურად ცხოვრობს, მაგრამ ქრისტე ვინ არის არ იცის“, ამბობს მამა თეოდორე.

მისივე განცხადებით, ქრისტემ ადამიანებს ასწავლა სიმშვიდე, სიწყნარე და გულმოწყალება. გარდა ამისა ქრისტემ მოუტანა ცხოვრების წესი, ცოდნა და მადლი.

70
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: დავით-გარეჯის საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას შეეფერება

30
(განახლებულია 15:28 06.05.2021)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.
ღარიბაშვილი: დავით-გარეჯის საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას შეეფერება
„შეხვედრაზე განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე, კონკრეტულად კი მოგვიანებით გახდება ცნობილი", – ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 440 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

30
პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე: ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება

72
(განახლებულია 20:13 05.05.2021)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესსა და ვაქცინა Sinopharm-ის ეფექტურობაზე საუბრობს.
პაატა იმნაძე: ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება
„ადგილების დამატება ნამდვილად იგეგმება და პოლიკლინიკურ ქსელში ვაქცინაცია გაფართოვდება. რაც შეეხება თვითონ Sinopharm-ის ვაქცინას, ეს არის ძალიან გამოცდილი ვაქცინა, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც დიდი წარმატებით გაგრძელდება ეს პროცესი", – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აცრები 4 მაისს დაიწყო. ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.

72
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

0
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები