ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი: დაწესებული შეზღუდვების გაუქმება არ იგეგმება

137
(განახლებულია 09:28 24.04.2021)
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს.
ჯანდაცვის მინისტრი: დაწესებული შეზღუდვების გაუქმება არ იგეგმება
„საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით სტადიაზე, როდესაც მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ. ეკლესიის მხარდაჭერა, ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება საჭირო რადიკალური შეზღუდვების დაწესება,“- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ ორშაბათს საკოორდინაციო საბჭო ლოკალურ დონეზე დამატებითი ღონისძიებების დაწესებაზე იმსჯელებს.

137
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი შემაწუხებელია

46
(განახლებულია 23:18 17.05.2021)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, რა შემთხვევაში მოხსნიან სრულად გადაადგილებაზე შეზღუდვას.
ღარიბაშვილი: ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი შემაწუხებელია
„ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ქვეყანაში ექვს თვეზე მეტია მოქმედებს – „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად იმართება.

46
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში

ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა

48
(განახლებულია 22:26 17.05.2021)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს მოუწოდებს, არ შეშინდეს, რადგან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.
ილია მეორე: ახალგაზრდებს მიაქციეთ ყურადღება, მათ სჭირდებათ სითბო მშობლებისა
„დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ, მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ძლიერდება ცოდვა, მაგრამ, ამავე დროს, ძლიერდება კეთილი საქმე და რწმენა. კეთილი გაიმარჯვებს, არ უნდა შეგეშინდეთ, სიკეთე მუდამ იმარჯვებს!“ – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორემ მშობლებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდებს, რადგან მათ მშობლების სითბო სჭირდებათ.

 

48
ილონ მასკი

მილიარდერთა სიაში ცვლილებებია: ილონ მასკმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა

0
(განახლებულია 13:14 18.05.2021)
ორშაბათს Tesla-ს აქციების ღირებულება  2,2%–ით – 576,83 დოლარამდე დაეცა. მაისის დასაწყისიდან აქციების ღირებულება დაახლოებით 18,7%–ით შემცირდა.

თბილისი, 18 მაისი ― Sputnik. კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პოზიციები  Louis Vuitton Moët Hennessy –ს პრეზიდენტ ბერნარდ არნოს დაუთმო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, Bloomberg Billionaires Index–ის (BBI) მონაცემებს სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

BBI–ის მონაცემებით, ამერიკელმა ბიზნესმენმა ბოლო დღეებში 3,16 მლრდ დოლარი დაკარგა და ამ დროისთვის მისი ქონება 160,6 მლრდ დოლარად არის შეფასებული.  არნოს ქონება 285 მილიონით გაიზარდა და 161,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

 

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში პირველ პოზიციას კვლავ Amazon–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ინარჩუნებს. მისი ქონება 2,41 მლრდ დოლარით გაიზარდა და 190 მლრდ–ს მიაღწია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ Forbes Real-Time–ის რეიტინგშიც მასკი 146,5 მლრდ დოლარით (ქონება შემცირდა 2,6 მილიარდით) მესამე ადგილზეა, არნოს კაპიტალი 182,6 მლრდ დოლარს (შემცირდა 1,2 მილიარდით) შეადგენს, ბეზოსის სიმდიდრე კი 189,5 მლრდ დოლარით (გაიზარდა 2,4 მილიარდით) ფასდება.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს