მიკროფონი

მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია ცდილობს მსხვერპლის მანტია მოირგოს

49
(განახლებულია 11:21 23.04.2021)
ნიკა მელია ცდილობს მოირგოს მსხვერპლის და პოლიტიკური დევნილის მანტია, რომელიც რეალურად ის არ არის, მიაჩნია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს.
მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია ცდილობს მსხვერპლის მანტია მოირგოს
„ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაწეული ყოველი წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, ააშკარავებს, რომ იმთავითვე ეს იყო არა პოლიტიკური პატიმრობა… არა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა, არამედ სახეზე არის მცდელობა – ვიღაცამ მოირგოს მსხვერპლის ნიღაბი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მელია მიიჩნევს, რომ გირაო უკანონოდ აქვს შეფარდებული.

49
რუსუდან კერვალიშვილი

კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა

12
(განახლებულია 17:02 06.05.2021)
ყოფილი დეპუტატი, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი იხსენებს საპატიმროში დასთან, მაია რჩეულიშვილთან შეხვედრის მომენტს.
კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა
„საპატიმროში შესვლა ჩემთვის განსაკუთრებული განცდა იყო -  ჩვენი ოთახის კუთხეში იჯდა მაია. როდესაც კარები დაიხურა, მომეცა საშუალება, მასთან მივსულიყავი. ამას ვნატრობდი მთელი 9 თვის განმავლობაში. მაიას წინაშე დანაშულის შეგრძნება მქონდა, რადგან ჩვენ ერთად ვაკეთებდით საქმეს. პირველი შეგრძნება მქონდა ასეთი - „მაია, მე მოვედი, ჩვენ ერთად ვართ“. მაია დაფეთებული დამხვდა, მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი დაკავება“, -ამბობს კერვალიშვილი.

დებს – სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს  2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის  4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კერვალიშვილი 2017 წლის 31 მარტს სასამართლო დარბაზში დააკავეს. რჩეულიშვილი კი იმ დროისთვის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა სხვა საქმეზე – აჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას თანხების მითვისებაზე.

კერვალიშვილმა ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა.

12
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: დავით-გარეჯის საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას შეეფერება

31
(განახლებულია 15:28 06.05.2021)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.
ღარიბაშვილი: დავით-გარეჯის საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას შეეფერება
„შეხვედრაზე განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხიც და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე, კონკრეტულად კი მოგვიანებით გახდება ცნობილი", – ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 440 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

31