მიკროფონი

პროკურორი: ნიკა მელიას მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მისი პატიმრობაში ყოფნა

48
(განახლებულია 23:11 08.04.2021)
პროკურორი ამირან გულუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის დეტალებზე საუბრობს.
პროკურორი: ნიკა მელიას მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მისი პატიმრობაში ყოფნა
„მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 25 თებერვალს იქნა გაკეთებული შეთავაზება დაცვის მხარისთვის და შევთავაზეთ მათ ლეგიტიმური, კანონისმიერი საშუალება იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი. რეალურად ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია – რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი", – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მელიას განაჩენის გამოტანამდე პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოპოზიციის ლიდერი მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

48
ნინუცა მაყაშვილი

მაყაშვილი: ორსულად ვიყავი, როცა ქმარმა ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა

83
(განახლებულია 16:10 13.04.2021)
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი საუბრობს, რა მიზეზით დაშორდა მეუღლეს, ასევე მსახიობ ბესო ზანგურს.
მაყაშვილი: ორსულად ვიყავი, როცა ქმარმა ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა
„არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მეგონა. პირველად რა მიზეზით აღმართა ხელი, ეს არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ძალიან შოკირებული ვიყავი. მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად... მცემა ძალიან. ამ ყველაფერს მოსდევდა კორიანტელი ბოდიშების და საჩუქრების, რომელიც მე აღარ მჭირდებოდა“, - ამბობს მაყაშვილი.

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი 19 წლის გათხოვდა. მისი პირველი ქმარი თეატრის პოპულარული მსახიობი ბესო ზანგური იყო. წყვილს დაოჯახებიდან მალე ვაჟი შეეძინა. პატარა ბიჭუნას აღზრდაში ნინუცას დედა ეხმარება. ბესო ზანგურს ამჟამად მეოთხე მეუღლე ჰყავს, ნინუცა მისი მეორე მეუღლე გახლდათ.

83
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ქვეყანაში დღეის მონაცემებით გვაქვს დაახლოებით 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება

608
(განახლებულია 21:11 13.04.2021)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.
გამყრელიძე: ქვეყანაში დღეის მონაცემებით გვაქვს დაახლოებით 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება
 „ეპიდსიტუაცია რთულდება. მოგეხსენებათ, დღევანდელი დღის მდგომარეობით გვაქვს დაახლოებით 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.374-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 290.129-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

608
ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი

„მეგრელებო, ყურადღებით მოუსმინეთ...“ - ნანიკო ხაზარაძემ მეუღლესთან ერთად მეგრულად იმღერა

0
(განახლებულია 11:48 14.04.2021)
ნანიკო ხაზარაძე მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ტელეწამყვანის პოზიტიური ხასიათი გადამდებია

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, რომელსაც მეუღლესთან, ფსიქოლოგ ლევან მათითაშვილთან ერთად რადიოგადაცემა მიჰყავს, მეგობარს დაბადების დღის მილოცვის ნიშნად მეგრულად უმღერა. „მეგრელებო, ყურადღებით უსმინეთ“ - მოუწოდებს ნანიკო სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობილმა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა ლევან მათითაშვილმა სიყვარულის ისტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრეს. „იმედის დღეში“ წყვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობიდანვე ბევრი საერთოს მიუხედავად, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მუდმივად ადევნებდა ნანიკოს ცხოვრებას თვალს. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ნანიკომ კი ლევანს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც მასთან გადაცემაში ლევანის ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი მივიდა და მაშინ ლევანს მისწერა, თქვენ ძმები ხომ არ ხართო.

ნანიკო იხსენებს, რომ სწორედ მას შემდეგ დაიწყო მას და ლევანს შორის აქტიური საუბარი სოციალურ ქსელში, რომელმაც შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა. წყვილი 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა და ახლა ერთად რადიოგადაცემასაც უძღვებიან.

0
თემები:
ქართველი სელებრითები