„სახელმწიფომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვების შემოღებამდე ჯერ არსებული რეგულაციების აღსრულება უნდა გაამკაცროს. აქ ასევე ბევრი რამის მოფიქრებაც შეიძლება. თუნდაც ის, რომ იმავე ვაქცინირებული ადამიანებისათვის რაღაცეები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, მაგალითად, არ დაიკეტოს ბიზნესი და ვაქცინაციის შემთხვევაში იქ ადამიანებს შეეძლოთ მისვლა“, – თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში.კულუმბეგოვი: სახელმწიფომ ახალი შეზღუდვების შემოღებამდე, ჯერ არსებულის აღსრულება უნდა გაამკაცროს
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 687-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 285.645-ს მიაღწია. ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას ელოდებიან.
„მომავალ მეუღლეს მაშინ შევხვდი, როცა რადიოში, ერთთვიანი პროექტის დროს, თანაწამყვანები ვიყავით. რომ შემოვიდა ისე მომეწონა, რომ გამარჯობაც ვერ ვუთხარი. ხომ არის შემთხვევა, როცა ადამიანი ისე მოგეწონება, რომ გაშეშდები ხოლმე“, - იხსენებს ილო ბეროშვილი.ილო ბეროშვილი: 36 წლის ასაკში ისეთი რამ დამემართა, რაც 14 წლის ხალხს ემართება
მსახიობი და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი: „რაღაც პერიოდში მას ვერაფერს ვწერდი, მერე მივწერე და ჩვენ მეგობრობა დავიწყეთ. იმ დროს პატარა ბავშვივით ვიყავი. სახლში როცა მოვდიოდი, ვფიქრობდი ხოლმე ეს რა სისულელე ვთქვი მეთქი“.
„ერთ მწერალს აქვს ასეთი რამ ნთქვამი: დაბადებიდან ხუთ წლამდე გაცილებით მეტი დრო არის, ვიდრე ხუთი წლიდან ოთხმოცამდეო. მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მართლაც ასეა“,- ამბობს გურამ დოჩანაშვილი.გურამ დოჩანაშვილი: ბავშვობის ფასი რა არის, მე არ ვიცი
მწერალი გურამ დოჩანაშვილი: „ყოველი წვიმა და თოვლი გალაქტიონისთვის, ვაჟასთვის და ფიროსმანისთვის როგორც პირველი, ისეთი იყო.“
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.
„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.
ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.
„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.
დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.
„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.
სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.