გიორგი ღოღობერიძე

ღოღობერიძე: დედაჩემს სულ ვხედავ ჩემს სიზმრებში, ჯერ კიდევ იქ ვართ, ჩვენს სოფელში

62
(განახლებულია 16:47 06.04.2021)
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე დედაზე საუბრობს, რომელიც სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

ღოღობერიძე: დედაჩემს სულ ვხედავ ჩემს სიზმრებში, ჯერ კიდევ იქ ვართ, ჩვენს სოფელში
„მეთერთმეტე კლასელი ვიყავი, როდესაც დედას სიმსივნე დაემართა. მაშინ პირობა მივეცი, რომ ექიმი გავხდებოდი. დედის ავადმყოფობის მერე თითოეული წამი შეიცვალა. ვისწავლე დროის დაფასება, ვისწავლე, რომ ვიყო ძალიან ჭკვიანი ექიმი და ვერკვეოდე ყველაფერში. დედა პედაგოგი იყო. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე სკოლა არ გააცდინა და ბავშვებთან წავიდა, მან ცხოვრების ბოლო წუთები საყვარელ საქმეში გაატარა. დედაჩემს სულ ვხედავ ჩემს სიზმრებში. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჯერ კიდევ იქ ვართ, სოფელში. იქიდან არ წამოვსულვართ… დედასთან ასე მაქვს კონტაქტი“, - ამბობს ღოღობერიძე.

როგორც გიორგიმ აღნიშნა, დედის გარდაცვალების შემდეგ დაემართა დეპრესია და დღემდე ვერ ახერხებს, რომ ამ მდგომარეობას სრულად დააღწიოს თავი.

62
ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მიდგომა მოლაპარაკების პროცესს აზიანებს

15
(განახლებულია 11:51 15.04.2021)
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციასთან დიალოგსა და შესაძლო საპროტესტო აქციებზე საუბრობს.
ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მიდგომა მოლაპარაკების პროცესს აზიანებს
„გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და სამართლიანი შეთავაზებები დავდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. სხვა საკითხია თუ როგორ რეაგირებს ამაზე ოპოზიცია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას არჩევანს, აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და ეს იქნება დაცული, თუმცა ასეთი მიდგომა ხელს არ შეუწყობს მოლაპარაკების პროცესს, ეს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ამ ყველაფერს. არ მგონია, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს იყოს მისაღები ფორმა მოლაპარაკებების შემდგომი გაგრძელებისთვის“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

თავის მხრივ ოპოზიციაში თვლიან, რომ ყველაზე ეფექტური გზა, რითაც ისინი შეძლებენ ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ, მასშტაბური აქციების მოწყობაა.

15
ეკატერინე ტიკარაძე

რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ ახალ შეზღუდვებს - ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა

109
(განახლებულია 00:09 15.04.2021)
კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტს როდესაც აცდება, ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ლოკდაუნზე საუბარი უნდა დავიწყოთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ ახალ შეზღუდვებს - ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა

„ამ ეტაპზე  ხდება კვლავ ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ არსებული რეგულაციების მონიტორინგი. ჩვენ გამოვავლენთ რომელი სექტორის მხრიდან არის ყველაზე მეტი დარღვევა და ალბათ ინდივიდუალუარად მივუდგებით თავდაპირველად“- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.085-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  291.214-ს მიაღწია.

109
კახა კალაძე

კალაძე: ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას

13
(განახლებულია 13:59 15.04.2021)
კახა კალაძეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს – ექიმების განცხადებით, მერის ავადმყოფობა მის სპორტულ წარსულს უკავშირდება.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. 

43 წლის კალაძე უცხოეთში გამოკვლევების ჩასატარებლად 12 აპრილს გაემგზავრა – იგი მარტის ბოლოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. 4 აპრილს მან კლინიკა დატოვა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადიოდა. 

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ Facebook-ჩართვაში.

ადრე ქართულ მასმედიაში თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, კალაძე მილანში დაბრუნებას გეგმავს, სადაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.

კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფება დედაქალაქის მერი, ამის თაობაზე ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური არ ავრცელებს.

13