„აპრილის შუა რიცხვებში ორი ჩინური ვაქცინა მიიღებს ავტორიზაციას. უნდა მიეღოთ მარტის ბოლოსთვის, მაგრამ დამატებითი მონაცემები იქნა გამოთხოვილი. ჩვენთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყანამ Sinopharm-ი შეიძინა იმ რეგულაციებით რაც არსებობს. როცა რომელიმე მკაცრ მარეგულირებელს აქვს ავტორიზირებული, ქვეყანას შეუძლია მისი გამოყენება“, - განაცხადა გამყრელიძემ.გამყრელიძე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ...
საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო. ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი, რომელიც ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია. კომპანია Sinopharm-მა ვაქცინა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა. ამასთან, უახლოეს მომავალში ჩინეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinovac-ის ვაქცინას საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს.
„საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყებას ჯერ არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს საერთო ოპოზიციური შეთანხმების საკითხია. „გირჩის“ გეგმის შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შევდივართ. თუმცა, ცხადია არ ვღებულობთ მონაწილეობას არც საკანონმდებლო პროცესში, არ ვიღებთ არც ხელფასებს, არც პრემიებს. პარლამენტის შენობიდან უფრო მარტივი გვგონია ქართული ოცნების შეწუხება რომელიმე საკითხზე“, - ამბობს ხვიჩია.ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ
გასულ კვირაში „გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.
„მახსოვს 2004 წელს, მოსკოვიდან მოვფრინავდით ერთი ფესტივალიდან. გიო იყო ადამიანი, რომელიც ერთ ადგილას ვერ ჯდებოდა, მით უმეტეს, თვითმფრინავში ვერ გაჩერდებოდა. ძალიან დიდი ენერგეტიკა ჰქონდა.“-იხსენებს ზუკა ხუციშვილი.ზუკა ხუციშვილი: თვითმფრინავის პილოტმა გამოიხედა და თქვა: მოაწევინეთ, ზუკას მამააო!
მსახიობი ზუკა ხუციშვილი: „პატარა რომ ვიყავი, ლელა მომწონდა წურწუმია. ულამაზესი ქალია, მაგრამ მარტო გარეგობით არა. მაშინ პატარა ვიყავი და ის ფილარმონიაში გამოდიოდა.“
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციის, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა მანფრედ ვებერმა პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ დასრულების შეჩერების წინადადება წამოაყენა უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომი დაძაბვის შემთხვევაში. აღნიშნულის თაობაზე მან RND-სთან ინტერვიუში განაცხადა.
გერმანელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა მოსკოვს ამის თაობაზე „არაორაზროვანი სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს.
„თუ უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება უფრო გამწვავდება, მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ს“ მხარდაჭერა შესაძლებელი აღარ იქნება“, — მიაჩნია ვებერს.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მონაწილეობდა კიბერთავდასხმებში და სადეზინფორმაციო კამპანიებში. ამასთან მან მოსკოვის ქმედებები რეალურ საფრთხედ შეაფასა ევროკავშირისა და დასავლეთისთვის.
იგივე აზრისაა ბუნდესტაგის დეპუტატი თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან ალექსანდერ ლამსდორფი. მისი ვარაუდით, რუსეთი სამხედრო ჩარევის პირობებს ქმნის და ამიტომ ევროკავშირმა უნდა გააგებინოს მოსკოვს, რომ თავდასხმის შემთხვევაში სანქციები გაფართოვდება.
„ასეთ შემთხვევაში პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ რეალიზაცია მაშინვე უნდა შეჩერდეს — ეს აშკარაა“, — აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს, და რომ რუსული საფრთხე — ეს მათი მოგონილია, „ვისაც რუსეთთან მებრძოლი მოწინავე რაზმის როლით რაღაც ბონუსებისა და პრეფერენციების მიღება სურთ“.