„ამდენი წელია წმინდა სინოდი არ იღებდა რადიკალურ გადაწყვეტილებებს. როდესაც ადამიანი ცილს სწამებს, ლანძღავს და აგინებს თავის ეპისკოპოსს და პატრიარქს, ნიშნავს, რომ ეს იმასთან არ არის. თუ ასეთი პოზიცია გაქვს, გაგდებაც არ უნდა გჭირდებოდეს, შენ თვითონ უნდა მიდიოდე", – ამბობს გიორგი ანდრიაძე.ანდრიაძე: როცა ლანძღავ პატრიარქს, გაგდება არ უნდა გჭირდებოდეს, შენ თვითონ უნდა მიდიოდე
გუშინ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ამბოხში მონაწილეობისთვის ეპარქიიდან ოთხი სასულიერო პირი განკვეთა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი მიტროპოლიტმა მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე 20-მდე სასულიერო პირს შეუჩერა მღვდელმსახურების უფლება.
ჭყონდიდის ეპარქიას წლების განმავლობაში პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე დანიშნა. ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია და ისინი ითხოვენ, რომ მან ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს.
„მომავალ მეუღლეს მაშინ შევხვდი, როცა რადიოში, ერთთვიანი პროექტის დროს, თანაწამყვანები ვიყავით. რომ შემოვიდა ისე მომეწონა, რომ გამარჯობაც ვერ ვუთხარი. ხომ არის შემთხვევა, როცა ადამიანი ისე მოგეწონება, რომ გაშეშდები ხოლმე“, - იხსენებს ილო ბეროშვილი.ილო ბეროშვილი: 36 წლის ასაკში ისეთი რამ დამემართა, რაც 14 წლის ხალხს ემართება
მსახიობი და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი: „რაღაც პერიოდში მას ვერაფერს ვწერდი, მერე მივწერე და ჩვენ მეგობრობა დავიწყეთ. იმ დროს პატარა ბავშვივით ვიყავი. სახლში როცა მოვდიოდი, ვფიქრობდი ხოლმე ეს რა სისულელე ვთქვი მეთქი“.
„ერთ მწერალს აქვს ასეთი რამ ნთქვამი: დაბადებიდან ხუთ წლამდე გაცილებით მეტი დრო არის, ვიდრე ხუთი წლიდან ოთხმოცამდეო. მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მართლაც ასეა“,- ამბობს გურამ დოჩანაშვილი.გურამ დოჩანაშვილი: ბავშვობის ფასი რა არის, მე არ ვიცი
მწერალი გურამ დოჩანაშვილი: „ყოველი წვიმა და თოვლი გალაქტიონისთვის, ვაჟასთვის და ფიროსმანისთვის როგორც პირველი, ისეთი იყო.“
დღეს მიიჩნევა, რომ საქართველოს ეს ფეოდალური პერიოდის ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ციხეა. ინტერესი ამ ადგილისადმი უფრო და უფრო იზრდება.
ციხესიმაგრე აგებულია მდინარე ფარავნისა და მდინარე მტკვრის შეერთების ადგილთან, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 15 კილომეტრში. ხერთვისი და ვარძია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის კანდიდატები არიან.