ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ჩინურ ვაქცინა Sinopharm-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს

57
(განახლებულია 21:28 05.04.2021)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე  ჩინურ ვაქცინა Sinopharm-ზე საუბრობს და ასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩინურ პრეპარატს იმუნიზაციისთვის იყენებენ.
გამყრელიძე: ჩინურ ვაქცინა Sinopharm-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს
„ჩვენი არეალი და იარაღი უფრო ფართოვდება კოვიდთან ბრძოლაში, უკვე მესამე ვაქცინაა ქვეყანაში. Sinopharm-ის ვაქცინა, გარდა ჩინეთისა, ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში – ბრაზილია, ჩილე, ევროპის ქვეყნებიდან უნგრეთი, სერბეთი და ა.შ. მას დაახლოებით 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. ის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო. ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი, რომელიც ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია. კომპანია Sinopharm-მა ვაქცინა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

57
ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მიდგომა მოლაპარაკების პროცესს აზიანებს

13
(განახლებულია 11:51 15.04.2021)
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციასთან დიალოგსა და შესაძლო საპროტესტო აქციებზე საუბრობს.
ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მიდგომა მოლაპარაკების პროცესს აზიანებს
„გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და სამართლიანი შეთავაზებები დავდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. სხვა საკითხია თუ როგორ რეაგირებს ამაზე ოპოზიცია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას არჩევანს, აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და ეს იქნება დაცული, თუმცა ასეთი მიდგომა ხელს არ შეუწყობს მოლაპარაკების პროცესს, ეს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ამ ყველაფერს. არ მგონია, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს იყოს მისაღები ფორმა მოლაპარაკებების შემდგომი გაგრძელებისთვის“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

თავის მხრივ ოპოზიციაში თვლიან, რომ ყველაზე ეფექტური გზა, რითაც ისინი შეძლებენ ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ, მასშტაბური აქციების მოწყობაა.

13
ეკატერინე ტიკარაძე

რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ ახალ შეზღუდვებს - ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა

108
(განახლებულია 00:09 15.04.2021)
კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტს როდესაც აცდება, ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ლოკდაუნზე საუბარი უნდა დავიწყოთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ ახალ შეზღუდვებს - ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა

„ამ ეტაპზე  ხდება კვლავ ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ არსებული რეგულაციების მონიტორინგი. ჩვენ გამოვავლენთ რომელი სექტორის მხრიდან არის ყველაზე მეტი დარღვევა და ალბათ ინდივიდუალუარად მივუდგებით თავდაპირველად“- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.085-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  291.214-ს მიაღწია.

108
კახა კალაძე

კალაძე: ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას

0
(განახლებულია 13:59 15.04.2021)
კახა კალაძეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს – ექიმების განცხადებით, მერის ავადმყოფობა მის სპორტულ წარსულს უკავშირდება.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. 

43 წლის კალაძე უცხოეთში გამოკვლევების ჩასატარებლად 12 აპრილს გაემგზავრა – იგი მარტის ბოლოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. 4 აპრილს მან კლინიკა დატოვა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადიოდა. 

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ Facebook-ჩართვაში.

ადრე ქართულ მასმედიაში თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, კალაძე მილანში დაბრუნებას გეგმავს, სადაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.

კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფება დედაქალაქის მერი, ამის თაობაზე ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური არ ავრცელებს.

0