თეა გოგოტიშვილი

თეა გოგოტიშვილი: ფსიქოლოგიაში ცალსახად არ არის, რომ აგრესია თავისი არსით ნეგატიურია

50
(განახლებულია 18:52 03.04.2021)
თეა გოგოტიშვილი აგრესიის ფენომენზე და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. აცხადებს, რომ არსებობს კონსტრუქტიული აგრესიაც.

 

თეა გოგოტიშვილი: ფსიქოლოგიაში ცალსახად არ არის, რომ აგრესია თავისი არსით ნეგატიურია
„როგორ შეიძლება, რომ აგრესიის მართვას შევუწყოთ ხელი? არსებობს სპეციალური ტრენინგი იმისთვის, რომ ადამიანმა აგრესიის მართვა შეძლოს და ისწავლოს. ყველა ადამიანს  აქვს იმის ნება, რომ აირჩიოს იყოს თუ არა აგრესიული და ასევე შეარჩიოს რა შემთხვევაში და როგორ გამოხატოს იგი“- ამბობს თეა გოგოტიშვილი.

ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი: „ქართულ ენაზე აგრესია არის ბრაზი. შეიძლება, რომ ადამიანს ვინმემ დაუსახოს მიზნად, რომ არ გაბრაზდეს? ეს ბრაზი არის ჩვენი რეაქცია. ხშირად ამბობენ, რომ ესა თუ ის ადამიანი აგრესიულია, ან გარდატეხის ასაკში გახდა ასეთი.“

50
ზუკა ხუციშვილი

ზუკა ხუციშვილი: თვითმფრინავის პილოტმა გამოიხედა და თქვა: მოაწევინეთ, ზუკას მამააო!

93
(განახლებულია 11:12 17.04.2021)
ზუკა ხუციშვილი მისი ცხოვრების ორ ამბავს ყვება. როცა მოსკოვიდან მოფრინავდა მამასთან ერთად და ლელა წურწუმიასთან დაკავშირებულ შემთხვევას.
ზუკა ხუციშვილი: თვითმფრინავის პილოტმა გამოიხედა და თქვა: მოაწევინეთ, ზუკას მამააო!
„მახსოვს 2004 წელს, მოსკოვიდან მოვფრინავდით ერთი ფესტივალიდან. გიო იყო ადამიანი, რომელიც ერთ ადგილას ვერ ჯდებოდა, მით უმეტეს, თვითმფრინავში ვერ გაჩერდებოდა. ძალიან დიდი ენერგეტიკა ჰქონდა.“-იხსენებს ზუკა ხუციშვილი.

მსახიობი ზუკა ხუციშვილი: „პატარა რომ ვიყავი, ლელა მომწონდა წურწუმია. ულამაზესი ქალია, მაგრამ მარტო გარეგობით არა. მაშინ პატარა ვიყავი და ის ფილარმონიაში გამოდიოდა.“

 

93
მიკროფონი

დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციას, მოუსმინონ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას

21
(განახლებულია 20:41 16.04.2021)
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და ოპოზიციას კომპრომისული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.
დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებ ოპოზიციას, მოუსმინონ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას
„მაშინ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები მზადყოფნას აცხადებენ მოლაპარაკებებისთვის და თითქოს მზად არიან კომპრომისული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ გარკვეულ აქციებს აანონსებენ. კარგი იქნება მათთვის, თუ ყურს დაუდგებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პირდაპირ მოწოდებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველას ეხება, თუმცა გამოკვეთილად, ალბათ, დესტრუქციული ოპოზიციისთვის უნდა იყოს ყურადსაღები. ყველა ჩვენი პარტნიორი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მათ, რომ შებრძანდნენ პარლამენტში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვაშინგტონში ქართული დელეგაციის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" კონსტრუქციული თანამშრომლობა პარტნიორებთან და ხაზი გაუსვა მათთვის მოლაპარაკების მნიშვნელობას.

21
გამვლელები პირბადეებით

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 12:22 18.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.437 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 122 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.179 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 136 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

 

0