ნიკა შენგელია

ნიკა შენგელიამ ლარის გაუფასურების მიზეზები განმარტა

123
(განახლებულია 23:02 01.04.2021)
ლარი უფასურდება, ფასები იზრდება, საქართველოს მთავრობას კი ჯერჯერობით არა აქვს გეგმა, როგორ უშველოს სიტუაციას, განუცხადა ეკონომიკის დოქტორმა ნიკა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.
ნიკა შენგელიამ ლარის გაუფასურების მიზეზები განმარტა
„შექმნილ ვითარებაში ეროვნული ბანკი ჯადოსნურ ჯოხს ვერ გამოიყენებს. ამ შემთხვევაში მას მხოლოდ ერთი ბერკეტი აქვს – სავალუტო ინტერვენციები. ახლაც მოუწევს მარეგულირებელს დოლარის გაყიდვა, თუმცა კარგი იყო, ეს დროულად გაეკეთებინა. რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზებს, ესეც წლების განმავლობაში მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რადგან ხელს ძირითადად მხოლოდ ტურიზმის განვითარებას უწყობდა. ეროვნული ბანკიც მშვიდად იყო, რადგან ტურიზმიდან შემოსული ვალუტა ლარის სტაბილურობას მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფდა“, – თქვა ნიკა შენგელიამ.

ეკონომისტი თვლის, რომ მთავრობამ ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებაზეც უნდა იზრუნოს, თუ უნდა, რომ ქვეყანას სტაბილური ეროვნული ვალუტა ჰქონდეს.

123
მიკროფონი

ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ

15
(განახლებულია 15:34 19.04.2021)
ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია  პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ
„საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყებას ჯერ არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს საერთო ოპოზიციური შეთანხმების საკითხია. „გირჩის“ გეგმის შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შევდივართ. თუმცა, ცხადია არ ვღებულობთ მონაწილეობას არც საკანონმდებლო პროცესში, არ ვიღებთ არც ხელფასებს, არც პრემიებს. პარლამენტის შენობიდან უფრო მარტივი გვგონია ქართული ოცნების შეწუხება რომელიმე საკითხზე“, - ამბობს ხვიჩია.

გასულ კვირაში „გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

15
ზუკა ხუციშვილი

ზუკა ხუციშვილი: თვითმფრინავის პილოტმა გამოიხედა და თქვა: მოაწევინეთ, ზუკას მამააო!

104
(განახლებულია 11:12 17.04.2021)
ზუკა ხუციშვილი მისი ცხოვრების ორ ამბავს ყვება. როცა მოსკოვიდან მოფრინავდა მამასთან ერთად და ლელა წურწუმიასთან დაკავშირებულ შემთხვევას.
ზუკა ხუციშვილი: თვითმფრინავის პილოტმა გამოიხედა და თქვა: მოაწევინეთ, ზუკას მამააო!
„მახსოვს 2004 წელს, მოსკოვიდან მოვფრინავდით ერთი ფესტივალიდან. გიო იყო ადამიანი, რომელიც ერთ ადგილას ვერ ჯდებოდა, მით უმეტეს, თვითმფრინავში ვერ გაჩერდებოდა. ძალიან დიდი ენერგეტიკა ჰქონდა.“-იხსენებს ზუკა ხუციშვილი.

მსახიობი ზუკა ხუციშვილი: „პატარა რომ ვიყავი, ლელა მომწონდა წურწუმია. ულამაზესი ქალია, მაგრამ მარტო გარეგობით არა. მაშინ პატარა ვიყავი და ის ფილარმონიაში გამოდიოდა.“

 

104
Строительство газопровода Северный поток ‑ 2

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ზე“ უარი უნდა ვთქვათ“: გერმანელი პოლიტიკოსები პირობას ასახელებენ

0
(განახლებულია 16:18 19.04.2021)
გერმანელი პოლიტიკოსების აზრით, რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო ჩარევის პირობებს ქმნის და ამიტომ ევროკავშირმა არაორაზროვანი გზავნილი უნდა აახლოს რუსეთს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციის, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა მანფრედ ვებერმა პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ დასრულების შეჩერების წინადადება წამოაყენა უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომი დაძაბვის შემთხვევაში. აღნიშნულის თაობაზე მან RND-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გერმანელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა მოსკოვს ამის თაობაზე „არაორაზროვანი სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს.

„თუ უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება უფრო გამწვავდება, მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ს“ მხარდაჭერა შესაძლებელი აღარ იქნება“, — მიაჩნია ვებერს.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მონაწილეობდა კიბერთავდასხმებში და სადეზინფორმაციო კამპანიებში. ამასთან მან მოსკოვის ქმედებები რეალურ საფრთხედ შეაფასა ევროკავშირისა და დასავლეთისთვის.

იგივე აზრისაა ბუნდესტაგის დეპუტატი თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან ალექსანდერ ლამსდორფი. მისი ვარაუდით, რუსეთი სამხედრო ჩარევის პირობებს ქმნის და ამიტომ ევროკავშირმა უნდა გააგებინოს მოსკოვს, რომ თავდასხმის შემთხვევაში სანქციები გაფართოვდება.

„ასეთ შემთხვევაში პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ რეალიზაცია მაშინვე უნდა შეჩერდეს — ეს აშკარაა“, —  აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს, და რომ რუსული საფრთხე — ეს მათი მოგონილია, „ვისაც რუსეთთან მებრძოლი მოწინავე რაზმის როლით რაღაც ბონუსებისა და პრეფერენციების მიღება სურთ“.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა