მიკროფონი

კერვალიშვილი: ყველა უნდა შევიდეს თავის ბინაში, ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფალი

41
(განახლებულია 23:01 31.03.2021)
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის" დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
კირვალიშვილი: ყველა უნდა შევიდეს თავის ბინაში, ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფალი
„სინანული მაქვს ძალიან დიდი, ის ადამიანები, ვინც ძალიან გვენდნენ წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა პრობლემის დასრულება, მაგრამ ახლა იმედი მოგვეცა, რომ იწყება მშენებლობა, იწყება ერთ თვეში მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანაა ყველა ადამიანი შევიდეს თავის ბინაში და იყოს ბედნიერი. მარტო ამის მერე ვიქნებით მე და მაია თავისუფლები", – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

ყოფილმა დეპუტატმა, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება გუშინ დატოვა. მან ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. რუსუდან კერვალიშვილსა და მის დას, მაია რჩეულიშვილს 2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის 2017 წლის მარტში პატიმრობა შეეფარდათ.

 

41
ნინუცა მაყაშვილი

მაყაშვილი: ორსულად ვიყავი, როცა ქმარმა ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა

83
(განახლებულია 16:10 13.04.2021)
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი საუბრობს, რა მიზეზით დაშორდა მეუღლეს, ასევე მსახიობ ბესო ზანგურს.
მაყაშვილი: ორსულად ვიყავი, როცა ქმარმა ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა
„არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მეგონა. პირველად რა მიზეზით აღმართა ხელი, ეს არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ძალიან შოკირებული ვიყავი. მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად... მცემა ძალიან. ამ ყველაფერს მოსდევდა კორიანტელი ბოდიშების და საჩუქრების, რომელიც მე აღარ მჭირდებოდა“, - ამბობს მაყაშვილი.

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი 19 წლის გათხოვდა. მისი პირველი ქმარი თეატრის პოპულარული მსახიობი ბესო ზანგური იყო. წყვილს დაოჯახებიდან მალე ვაჟი შეეძინა. პატარა ბიჭუნას აღზრდაში ნინუცას დედა ეხმარება. ბესო ზანგურს ამჟამად მეოთხე მეუღლე ჰყავს, ნინუცა მისი მეორე მეუღლე გახლდათ.

83
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ქვეყანაში დღეის მონაცემებით გვაქვს დაახლოებით 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება

607
(განახლებულია 21:11 13.04.2021)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.
გამყრელიძე: ქვეყანაში დღეის მონაცემებით გვაქვს დაახლოებით 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება
 „ეპიდსიტუაცია რთულდება. მოგეხსენებათ, დღევანდელი დღის მდგომარეობით გვაქვს დაახლოებით 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.374-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 290.129-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

607
პოლიცია

პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

0
(განახლებულია 14:08 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა  რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ რკინის ღობე აღმართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა პროტესტის ნიშნად აქტივისტები რკინის ღობეებს მუშტებს ურტყამენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რადგანაც გამოიდარა, აქტივისტები დღეს უფრო მასშტაბურ აქციას გვპირდებიან და მათ, შესაძლოა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

გასულ ღამეს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

0