ლევან რატიანი

რატიანი: განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე...

147
(განახლებულია 18:27 30.03.2021)
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ შეუძლოდ გამხდარი მედდა მეგი ბაქრაძე საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
რატიანი: განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს სიმართლე...
„ამ მტკივნეულ და სენსიტიურ თემასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე. სიმართლეს არ წარმოადგენს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეგი ბაქრაძე, 28 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 მარტს, 19:45 საათზე, იყო გარდაცვლილი. ეს არის სიცრუე. მინდა ოჯახს მივუსამძიმრო და გამძლეობა ვუსურვო“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მიყვანისას იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური. მისი გარდაცვალება დაფიქსირდა კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში.

147
მიკროფონი

ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ

11
(განახლებულია 15:34 19.04.2021)
ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია  პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ
„საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყებას ჯერ არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს საერთო ოპოზიციური შეთანხმების საკითხია. „გირჩის“ გეგმის შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შევდივართ. თუმცა, ცხადია არ ვღებულობთ მონაწილეობას არც საკანონმდებლო პროცესში, არ ვიღებთ არც ხელფასებს, არც პრემიებს. პარლამენტის შენობიდან უფრო მარტივი გვგონია ქართული ოცნების შეწუხება რომელიმე საკითხზე“, - ამბობს ხვიჩია.

გასულ კვირაში „გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

11
ზუკა ხუციშვილი

ზუკა ხუციშვილი: თვითმფრინავის პილოტმა გამოიხედა და თქვა: მოაწევინეთ, ზუკას მამააო!

103
(განახლებულია 11:12 17.04.2021)
ზუკა ხუციშვილი მისი ცხოვრების ორ ამბავს ყვება. როცა მოსკოვიდან მოფრინავდა მამასთან ერთად და ლელა წურწუმიასთან დაკავშირებულ შემთხვევას.
ზუკა ხუციშვილი: თვითმფრინავის პილოტმა გამოიხედა და თქვა: მოაწევინეთ, ზუკას მამააო!
„მახსოვს 2004 წელს, მოსკოვიდან მოვფრინავდით ერთი ფესტივალიდან. გიო იყო ადამიანი, რომელიც ერთ ადგილას ვერ ჯდებოდა, მით უმეტეს, თვითმფრინავში ვერ გაჩერდებოდა. ძალიან დიდი ენერგეტიკა ჰქონდა.“-იხსენებს ზუკა ხუციშვილი.

მსახიობი ზუკა ხუციშვილი: „პატარა რომ ვიყავი, ლელა მომწონდა წურწუმია. ულამაზესი ქალია, მაგრამ მარტო გარეგობით არა. მაშინ პატარა ვიყავი და ის ფილარმონიაში გამოდიოდა.“

 

103
რომი

იტალია ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის ახალ რეგულაციას აწესებს

0
(განახლებულია 15:38 19.04.2021)
საქართველოს საელჩო იტალიაში აფრთხილებს თანამოქალაქეებს, რომ იტალიაში ჩასვლისთვის ათდღიანი კარანტინის გავლაა საჭირო.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. იტალიამ COVID-19 -ის პერიოდში ქვეყანაში შესვლის წესები შეცვალა, იუწყება საქართველოს საელჩო იტალიაში.

უცხოელებმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიის ტერიტორიაზე შესასვლელად 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ან ანტიგენურ სავალდებულო ტესტირების შედეგები უნდა იქონიონ თან.

ტესტირების პასუხები მათ თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარუდგინონ გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს, აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარადა ამისა, პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე საქართველოდან შედიან, ექვემდებარებიან 10–დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას აქამდე არსებული 14–დღიანი თვითზიოლაციის ნაცვლად, ხოლო ამ პერიოდის დასრულების შემდეგ კი PCR ან ანტიგენური ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

საელჩოს ცნობით, საქართველოდან ჩასული ვიზიტორები ასევე  ვალდებულნი არიან შეავსონ ელექტრონული ანკეტა.

წესების სრული ტექსტის გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.

ეს ცვლილებები ეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო მიაკუთვნებს C, D, E კატეგორიებს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად.

თვითონ იტალიაში კოვიდ–საფრთხის მიხედვით რეგიონებს „ფერების" მიხედვით ყოფენ კატეგორიებად: თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი. ქვეყანაში ასევე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

იტალიაში დღე–ღამეში კორონავირუსის საშუალოდ 12 ათასი შემთხვევა ვლინდება.

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ქვეყანაში 26 აპრილიდან უნდა დაიწყოს.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში