ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში

70
(განახლებულია 14:00 24.02.2021)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა.
ღარიბაშვილი: ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში
„ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე და ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დადგეს, განურჩევლად პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა.

70
ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე: კლინიკის პაციენეტებს დიდი შანსი აქვთ, რომ დიდ ხელოვნებაში ჩაეწერონ

56
(განახლებულია 09:57 28.02.2021)
ნათია ფანჯიკიძე საუბრობს ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებულ ადამიანებზე, რომელთათვისაც არტთერაპია განკურნების ერთ-ერთ  საშუალებად მოიაზრება.
ნათია ფანჯიკიძე: კლინიკის პაციენეტებს დიდი შანსი აქვთ, რომ დიდ ხელოვნებაში ჩაეწერონ
„კამერაში მხოლოდ ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ხალხი არ არის. ეს ჩვენი ერთ-ერთ ექსკლუზივია, რადგან მანამდე ამ ხალხთან არ ხერხდებოდა ფსიქოთერაპიული მუშაობა იმის გამო, რომ ბევრი მულტიპრობლემა აქვთ. მათგან პირველი, სიფხიზლის შენარჩუნებაა, მეორე, ფსიქიატრიული კონდიციის მკურნალობა, მესამე კი- ფსიქოლოგიური თერაპია, რათა მათ ფხიზელ ცხოვრებაში დაბრუნება შეძლონ.“ -აცხადებს ნათია ფანჯიკიძე.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე: „ხანდახან ალკოჰოლ და ნარკოტიკზე დამოკიდებულების საშინელი პრობლება 12 წლიდანაც იწყება. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ ამ კატეგორიის ხალხს პრაქტიკულად არ უცხოვრია გაყუჩების გარეშე, რაც მათ რეალურ ტკივილებს, ტრავმებსა და სიხარულს წყვეტდა.“

56
ნანა ჩაჩუა

ნანა ჩაჩუა: თუკი წარსულს გამოცდილებად არ იტოვებ, მაშინ ის უბრალო თარიღებია

56
(განახლებულია 09:51 28.02.2021)
ნანა ჩაჩუა საუბრობს წარსულზე, ცხოვრებისგან მიღებულ გამოცდილებაზე, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
ნანა ჩაჩუა: თუკი წარსულს გამოცდილებად არ იტოვებ, მაშინ ის უბრალო თარიღებია
„ეკლესიასტეში წერია: „ნურავინ იტყვის აწმყო წარსულს რად სჯობიაო, რადგან ამ სიტყვას სიბრძნე არ ახლავს“. მე ბევრჯერ მიფიქრია ამ ფრაზაზე. რატომ უნდა ვიფიქრო ამ ასაკის ადამიანმა, რომ ჩემი აწმყო ჯობია იმ წარსულს, როცა მე ოცის, ოცდაათის ან თუნდაც ორმოცი წლის რომ ვიყავი?! იმიტომ, რომ ჩემს ასაკში ოციცაა, ოცდააათიც, ორმოციც ანუ იმ წლებისგან დაგროვილი გამოცდილებაა“- ამბობს ნანა ჩაჩუა.

ნანა ჩაჩუა: „ჩემს ასაკს აქვს ყველა ის გამოცდილება, თუკი გამოცდილებად მაქვს დატოვებული, რაც აქამდე მქონდა, ყველა ის გამოცდილება ჩემს ასაკში თავსდება. თუმცა აქ ერთი რამაა საგულისხმო, რომ ინდივიდის დონეზე წარსული გამოცდილებად რჩება. თუკი არ რჩება გამოცდილება, მაშინ გამოდის, რომ შენ წარსულში არ გიცხოვრია.“

56
აყვავებული რტო

ზოდიაქოს ხუთი რჩეული ნიშანი ვის გაუმართლებს ამ გაზაფხულზე

0
(განახლებულია 13:28 28.02.2021)
2021 წლის გაზაფხული ძალზე მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი იქნება. გაუმართლებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს, მაგრამ განსაკუთრებით ვერძებს, ტყუპებსა და კიდევ სამ ნიშანს

მარტი და აპრილი 2021 წლის ყველაზე ხელსაყრელი თვეებია იმის წყალობით, რომ 27 აპრილამდე არც ერთი პლანეტა არ იქნება რეტროგრადული. იდეალური დროა მოქმედებებისთვის. მთავარია, სამყაროსთვის მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ>>

ვერძი

ვერძები – ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ზედაპირზე ხართ, მოქმედებთ მაშინაც, როდესაც სხვები ფარ–ხმალს ყრიან. თქვენი გაასმაგებული ენერგია და ნებისყოფა საოცარ შედეგებს მოიტანს. ესაა არა მხოლოდ იღბლიანობის დრო, არამედ ტოტალური ცვლილებების დროც. მთავარია, განზე არ გადგეთ და იმოქმედოთ, ეადოთ, კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. ესაა შესანიშნავი პერიოდი ცხოვრების ყველა სფეროში – თქვენთვის ყველა კარი გახსნილია.

ტყუპი

ქარიზმისა და მომხიბვლელობის წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ. მარტსა და აპრილში ნამდვილად იქნებით წარმატებული ადამიანები, რადგან ჩარჩოებში ვერავინ და ვერაფერი მოგაქცევთ. ირგვლივ ყველა იგრძნობს თქვენი ხასიათის ძალასა მეგობრულ დამოკიდებულებას. ყველაზე მეტი იღბალი სასიყვარულო სფეროში გელოდებათ. თუმცა, გამონაკლისი არც სამუშაო და ფინანსებია. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ – ნებისმიერი ყინულის გალღობა სიკეთეს შეუძლია.

ლომი

გაზაფხულის იღბლიან ნიშანთა შორის თქვენც ხართ. ნამდვილი ტრიუმფი გელოდებათ. ეს პერიოდი ბედნიერებისა და იღბლის მომტანია. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს შორის ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ ახლა გელოდებათ. რაც მთავარია, ამისთვის რამის მსხვერპლად გაღება არ დაგჭირდებათ. გელოდებათ საპასუხო სიყვარული, მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა, კარიერული წინსვლა და სხვ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მიზნებს თავიანთი მომხიბვლელობით აღწევენ>>

ქალწული

მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შორის თქვენ ყველაზე იღბლიანი იქნებით ამ გაზაფხულზე. თქვენს ცხოვრებაში ახალი გზა იხსნება. დიდი ალბათობით, მიიღებთ საინტერესო წინადადებებს სამსახურთან დაკავშირებით. უარის თქმა ზოგიერთზე გაგიჭირდებათ, მაგრამ საჭიროა, რომ ობიექტურობა შეი8ნარჩუნოთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ. ძალზე ხელსაყრელი დროა ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად. ასტროლოგები გირჩევენ, დაფიქრებით გაანაწილოთ თქვენი ფინანსები. ზოგადად, კარგი თვეა შრომისმოყვარე ქალწულებისთვის, ხოლო ავანტიურა და რისკი კარგს არაფერს მოიტანს.

მერწყული

ამ გზაფხულზე ვარსკვლავები და პლანეტები არაჩვეულებრივი ინტუიციით დაგასაჩუქრებენ, რაც ყველაზე მწვავე პრობლემებისა და გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ. მარტი და აპრილი დიდი გამარჯვებების თვეები იქნება როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსურ ასპარეზზე. შეძლებთ ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ახალი მოტივაციის შეძენას, ცნობიერების „გადატვირთვას“. უსიამოვნებები მალე გაივლის და თქვენს სულში კვალს არ დატოვებს. შესაძლოაშეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თვალს აგიხელენ ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

0