ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: შეზღუდვების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირაში მოიხსნება

62
(განახლებულია 13:54 23.02.2021)
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ისაუბრა – შემსუბუქდება თუ არა ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ახლო მომავალში.
ღარიბაშვილი: შეზღუდვების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირაში მოიხსნება
„უკვე ვისაუბრე გუნდთან, ჩვენ ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს. და ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80 პროცენტი გადაწყვეტილი იქნება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება მჭიდრო კოორდინაციით და ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში.

1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. ძალაში რჩება შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზეც.

62
ზურა მხეიძე

ზურა მხეიძე: აგრესიაზე არააგრესიული პასუხი ხშირად უკვე მოგებაა

33
(განახლებულია 19:58 25.02.2021)
ფსიქოლოგი ზურა მხეიძე საუბრობს აგრესიასა და უსამართლობაზე, მათ გამომწვევ ფსიქოლოგიურ მიზეზებსა და შედეგებზე.
ზურა მხეიძე: აგრესიაზე არააგრესიული პასუხი ხშირად უკვე მოგებაა
„აგრესიის განცდა ჩნდება, როცა უსამართლობა ხდება. იმისთვის, რომ სამართლის განცდა ჩამოყალიბდეს, წესები უნდა იყოს ერთნაირი, რომ შევაფასოთ – ეს ქცევა სამართლიანი იყო თუ არა“, – ამბობს ზურა მხეიძე.

ფსიქოლოგი აღნიშნავს: „დღეს ასეთ კითხვას სვამენ ხშირად – ქალები რატომ გახდნენ უფრო ვაჟკაცურები ქუჩაში, როცა უსამართლობას აწყდებიანო. იმიტომ რომ ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება. დავუშვათ, ქალი ჩაერია რაღაც კამათში და ვიღაცამ ხელი დაარტყა. ვინაა დამარცხებული? – კაცი! კაცმა თუ დაარტყა, კაცია დამნაშავე“.

33
თამარ გაბუნია

რატომ გაჭიანურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩამოტანა

51
(განახლებულია 11:34 25.02.2021)
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას იმედი აქვს, რომ საქართველო ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას „ფაიზერისგან“ მარტის დასაწყისში მიიღებს.
რატომ გაჭიანურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩამოტანა
„ფაიზერის“ მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება მოხდა. ამდენად, მიმდინარე პერიოდში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით „ფაიზერისგან“. რაც შეხება „ასტრაზენეკას“, ასევე  მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ „ასტრაზენეკასთან“, – განაცხადა გაბუნიამ.

 თამარ გაბუნიას თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინას საქართველო თებერვლის ბოლოს ელოდებოდა.

 

51
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა

0
(განახლებულია 23:21 25.02.2021)
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!“ - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

 

0