მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე: სასამართლოს აქტი ყველასთვის სავალდებულოა და უნდა აღსრულდეს

40
(განახლებულია 22:16 19.02.2021)
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ კანონის აღსრულების პროცედურას ხელი არ შეუშალონ.
მიხეილ სარჯველაძე: სასამართლოს აქტი ყველასთვის სავალდებულოა და უნდა აღსრულდეს
„სასამართლოს აქტები ყველასთვის არის სავალდებულო. შესაბამისად, სასამართლოს აქტი უნდა აღსრულდეს. კონკრეტულად რა ღონისძიებები იქნება გამოყენებული აღსრულებისთვის, როგორი იქნება ფორმები და პროცედურები, ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება უშუალოდ ადგილზე შექმნილ ვითარებაზე. იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომელთაც მიემართებათ ეს გადაწყვეტილება, ხელს არ შეუშლიან აღსრულებას. თუ ადგილი ექნება ასეთ ხელშეშლას, ესეც უკანონო აქტი იქნება და, შესაბამისად, არსებობს მექანიზმები ასეთი ქმედების გასანეიტრალებლადაც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკა მელიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღსრულების დროებით შეჩერებას მმართველი გუნდი დადებითად აფასებს. მათი განცხადებით, ეს მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება.

 

40
შოთა ბურჯანაძე

შოთა ბურჯანაძე: სუბსიდირების შემდეგ, იმედია, ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება

29
(განახლებულია 22:33 05.03.2021)
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე თბილისის რესტორნების ერთჯერადი სუბსიდირების საკითხზე საუბრობს.
შოთა ბურჯანაძე: სუბსიდირების შემდეგ იმედია ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება
„ეს არის ის თანხა, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ნებისმიერ რესტორანს საბრუნავი თანხებისთვის, რომელიც ხვდება ამ კონტექსტში. საბრუნავ თანხებზე წვდომა დღესდღეობით ჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთი ბანკი ვეღარ გასცემს დამატებით სესხს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ნაბიჯი და, იმედია, ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს სფერომ, მაგრამ გარკვეულწილად დახმარება საჭიროა", – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ერთჯერადი დახმარების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, შესაბამისად, სუბსიდირება მხოლოდ დედაქალაქის რესტორნებს ეხება. ობიექტებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარია.

 

29
Тенгиз Церцвадзе

თენგიზ ცერცვაძე: კვლევები ჩატარდება უფასოდ, მერწმუნეთ, ეს ძალიან დიდი პაკეტია

40
(განახლებულია 21:22 05.03.2021)
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში დაგეგმილ პოსტკოვიდურ გამოკვლევებზე საუბრობს.
თენგიზ ცერცვაძე: კვლევები ჩატარდება უფასოდ, მერწმუნეთ ეს ძალიან დიდი პაკეტია
„ეს არის კვლევა, რათა შევისწავლოთ პოსტკოვიდური სინდრომის კანონზომიერებები. ჩვენ გვაქვს ქალაქის მთელი მოსახლეობის სია, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. ჩვენ არ ვიცით, ვის რა გამოვლინება აქვს და რამდენ პროცენტში რა სინდრომი გამოვლინდა. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავატარებთ ყველა სახის კვლევას. მერწმუნეთ, რომ ეს ძალიან დიდი პაკეტია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში პოსტკოვიდური კვლევები იწყება. თბილისის მასშტაბით შერჩევითობის პრინციპით გამოკვლევები 400 კოვიდგადატანილ პაციენტს ჩაუტარდება.

 

40
კორონავირუსის ეპიდემია

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

0
(განახლებულია 11:44 06.03.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 355-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია.

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. 6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,8%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 1,6%-ს, ბოლო 7 დღის - 1,44%-ს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.737 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12.307, PCR ტესტით - 7.430.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 355 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 176 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: 

იმერეთი - 48, შიდა ქართლი - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, აჭარა - 17, გურია - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10, ქვემო ქართლი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 91 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266.344-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 4 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.567-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.680 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.387 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, იმერეთში - 233, აჭარაში - 158.

267 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 79 პირი, მათგან თბილისში - 54, იმერეთში - 9, აჭარაში- 2.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 142 ადამიანი, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 1.151 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 6.174 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2.789 პირი, იმერეთში - 691, აჭარაში - 560.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567  (ბოლო 24 საათში – 4).

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0