„გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რომ მან მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია. თუმცა არგუმენტები, რომლებიც მის პოზიციას გაამყარებდა, ვერ მოვისმინეთ. ნაწილი გუნდის წევრების აზრი იყო ერთმნიშვნელოვანი – ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ირაკლი კობახიძე: გახარიასგან ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, რომლებიც მის პოზიციას გაამყარებდა
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრემიერის გადადგომის ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ იყო ლოგიკური.
„ეს არის ის თანხა, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ნებისმიერ რესტორანს საბრუნავი თანხებისთვის, რომელიც ხვდება ამ კონტექსტში. საბრუნავ თანხებზე წვდომა დღესდღეობით ჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთი ბანკი ვეღარ გასცემს დამატებით სესხს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ნაბიჯი და, იმედია, ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს სფერომ, მაგრამ გარკვეულწილად დახმარება საჭიროა", – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.შოთა ბურჯანაძე: სუბსიდირების შემდეგ იმედია ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება
ერთჯერადი დახმარების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, შესაბამისად, სუბსიდირება მხოლოდ დედაქალაქის რესტორნებს ეხება. ობიექტებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარია.
„ეს არის კვლევა, რათა შევისწავლოთ პოსტკოვიდური სინდრომის კანონზომიერებები. ჩვენ გვაქვს ქალაქის მთელი მოსახლეობის სია, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. ჩვენ არ ვიცით, ვის რა გამოვლინება აქვს და რამდენ პროცენტში რა სინდრომი გამოვლინდა. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავატარებთ ყველა სახის კვლევას. მერწმუნეთ, რომ ეს ძალიან დიდი პაკეტია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.თენგიზ ცერცვაძე: კვლევები ჩატარდება უფასოდ, მერწმუნეთ ეს ძალიან დიდი პაკეტია
საქართველოში პოსტკოვიდური კვლევები იწყება. თბილისის მასშტაბით შერჩევითობის პრინციპით გამოკვლევები 400 კოვიდგადატანილ პაციენტს ჩაუტარდება.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-მ სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა და გაუსწრო Pfizer-ს, ნათქვამია ვაქცინა „სპუტნიკV"-ს Twitter-ის ოფიციალურ აკაუნტში.
სახელმწიფოების რაოდენობით, რომლებმაც პრეპარატის გამოყენება დაუშვეს, პირველ ადგილს იკავებს ვაქცინა AstraZeneca (49 ქვეყანა), შემდეგ მოდის „სპუტნიკV“ (45 ქვეყანა). მესამე პოზიციას იკავებს Pfizer (43 ქვეყანა). შემდეგ მოდის Moderna (19 ქვეყანა), სამი ჩინური ვაქცინა Sinopharm (18), Sinovac (16), CanSino (4). მერვე ადგილზეა Johnson & Johnson-ის ვაქცინა, რომელიც ოთხმა ქვეყანამ მოიწონა.
იმ 45 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ, რომლებმაც ვაქცინა „სპუტნიკV“ დაარეგისტრირეს, 1,2 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა.
ამჟამად „სპუტნიკ V“-ს გამოყენება დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ირანში, გვინეას რესპუბლიკაში, ტუნისში, სომხეთში, მექსიკაში, ნიკარაგუაში, სერბთა რესპუბლიკაში (ბოსნიას და ჰერცეგოვინის ენტიტეტი), ლიბანში, მიანმარში, პაკისტანში, მონღოლეთში, ბაჰრეინში, მონტენეგროში, სენტ-ვინსენტი და გრენადინებში, ყაზახეთში, უზბეკეთში, გაბონში, სან-მარინოში, განაში, სირიაში, ყირგიზეთში, გაიანაში, ეგვიპტეში, ჰონდურასში, გვატემალაში, მოლდოვაში, სლოვაკეთში, ანგოლაში, ჯიბუტიში, კონგოს რესპუბლიკაში, შრი-ლანკაში, ლაოსსა და ერაყში.
პარასკევს ევროპის წამლების სააგენტომ (ЕМА) დაიწყო „სპუტნიკ V“-ს სარეგისტრაციო დოსიეს ექსპერტიზა - პრეპარატს ამოწმებენ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“-ს 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის ცენტრში შემუშავდა.
სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.