გიორგი გახარია

გიორგი გახარია: სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ჩემს გუნდთან ერთობლივ აზრს

69
(განახლებულია 16:16 18.02.2021)
პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. 
გიორგი გახარია: სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ჩემსა გუნდთან ერთად ერთობლივ აზრს
„იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ქვეყნის მომავლის ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

69
შოთა ბურჯანაძე

შოთა ბურჯანაძე: სუბსიდირების შემდეგ, იმედია, ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება

29
(განახლებულია 22:33 05.03.2021)
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე თბილისის რესტორნების ერთჯერადი სუბსიდირების საკითხზე საუბრობს.
შოთა ბურჯანაძე: სუბსიდირების შემდეგ იმედია ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება
„ეს არის ის თანხა, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ნებისმიერ რესტორანს საბრუნავი თანხებისთვის, რომელიც ხვდება ამ კონტექსტში. საბრუნავ თანხებზე წვდომა დღესდღეობით ჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთი ბანკი ვეღარ გასცემს დამატებით სესხს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ნაბიჯი და, იმედია, ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს სფერომ, მაგრამ გარკვეულწილად დახმარება საჭიროა", – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ერთჯერადი დახმარების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, შესაბამისად, სუბსიდირება მხოლოდ დედაქალაქის რესტორნებს ეხება. ობიექტებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარია.

 

29
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: კვლევები ჩატარდება უფასოდ, მერწმუნეთ, ეს ძალიან დიდი პაკეტია

41
(განახლებულია 12:47 06.03.2021)
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში დაგეგმილ პოსტკოვიდურ გამოკვლევებზე საუბრობს.
თენგიზ ცერცვაძე: კვლევები ჩატარდება უფასოდ, მერწმუნეთ ეს ძალიან დიდი პაკეტია
„ეს არის კვლევა, რათა შევისწავლოთ პოსტკოვიდური სინდრომის კანონზომიერებები. ჩვენ გვაქვს ქალაქის მთელი მოსახლეობის სია, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. ჩვენ არ ვიცით, ვის რა გამოვლინება აქვს და რამდენ პროცენტში რა სინდრომი გამოვლინდა. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავატარებთ ყველა სახის კვლევას. მერწმუნეთ, რომ ეს ძალიან დიდი პაკეტია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში პოსტკოვიდური კვლევები იწყება. თბილისის მასშტაბით შერჩევითობის პრინციპით გამოკვლევები 400 კოვიდგადატანილ პაციენტს ჩაუტარდება.

 

41
კარვები პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ქართველი მედიკოსები შეუერთდნენ

0
პროტესტში მონაწილეობასთან ერთად, მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ქართველი მედიკოსების ნაწილი შეუერთდა ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების აქციას - პარლამენტის წინ ისინი გადაუდებელი დახმარების კარავ დადგამენ.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„რამდენიმე დღეში ჩვენ დავდგამთ გადაუდებელი დახმარების კარავს, სადაც მუდმივად იქნებიან ექიმები და მედპერსონალი, რომლებიც მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ“, - განაცხადა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ.

სხვა მედიკოსმა განმარტა, რომ დახმარება სრულიად უსასყიდლო იქნება.

„ამით ჩვენი მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა გვსურს“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ექიმებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის.

ვაქცინებთან დაკავშირებული სკანდალი მას მერე აგორდა, რაც ქვეყანამ ვერ მიიღო შეპირებული ვაქცინის (Pfizer) პირველი პარტია, რომელიც მედპერსონალის ასაცრელად იყო საჭირო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ COVAX–პლატფორმამ საქართველოს ჩათვლით 18 ქვეყანა განსაზღვრა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინას გამონაკლისის სახით მიიღებენ.

COVAX-პლატფორმის დახმარებით ვაქცინის 1,4 მილიონი დოზის მისაღებად საქართველომ წინასწარ 5,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. ვაქცინების ეს რაოდენობა მოსახლეობის 20%-ის - 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის განკუთვნილი.

გაბუნიას თქმით, აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე. სულ საქართველოს 2,5 მილიონი დოზა სჭირდება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძენ გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში შესაძლოა ინდოეთიდან იქ ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს.

ტიკარაძე: ვაქცინის პირველი პარტია შესაძლოა ინდოეთიდან ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს >>

ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. 

0