„მოძალადის ამოცნობა შესაძლებელია. პირველი ნიშანი არის ის, რომ მოძალადე ცდილობს მის მსხვერპლს იზოლირება გაუკეთოს სოციუმისგან, ცდილობს, რომ მარტო დარჩეს მსხვერპლთან ერთად. ამას სტრატეგიულად გეგმავს და იწყებს საუბარს, რომ „თქვენი მეგობრები არ არიან კარგი ადამიანები“, რათა თქვენ მათთან გაწყვიტოთ კავშირი. თქვენს გარშემო ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს და იწყებს თქვენს დაკნინებას, რომ გაგრძნობინოთ, თითქოს თქვენ არ ხართ ფასეული“, – ამბობს გიორგი ხატიაშვილი.ხატიაშვილი: მოძალადის ამოცნობა შესაძლებელია, თავიდან ცდილობს მსხვერპს იზოლირება გაუკეთოს
ფსიქოლოგის განმარტებით, მოძალადე ყოველთვის ცდილობს აკონტროლოს მსხვერპლი. მოძალადე ასევე ცდილობს მსხვერპლს გარკვეულ მომენტში თავი შეაცოდოს და შემდეგ ამით მანიპულირებს.
„კამერაში მხოლოდ ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ხალხი არ არის. ეს ჩვენი ერთ-ერთ ექსკლუზივია, რადგან მანამდე ამ ხალხთან არ ხერხდებოდა ფსიქოთერაპიული მუშაობა იმის გამო, რომ ბევრი მულტიპრობლემა აქვთ. მათგან პირველი, სიფხიზლის შენარჩუნებაა, მეორე, ფსიქიატრიული კონდიციის მკურნალობა, მესამე კი- ფსიქოლოგიური თერაპია, რათა მათ ფხიზელ ცხოვრებაში დაბრუნება შეძლონ.“ -აცხადებს ნათია ფანჯიკიძე.ნათია ფანჯიკიძე: კლინიკის პაციენეტებს დიდი შანსი აქვთ, რომ დიდ ხელოვნებაში ჩაეწერონ
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე: „ხანდახან ალკოჰოლ და ნარკოტიკზე დამოკიდებულების საშინელი პრობლება 12 წლიდანაც იწყება. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ ამ კატეგორიის ხალხს პრაქტიკულად არ უცხოვრია გაყუჩების გარეშე, რაც მათ რეალურ ტკივილებს, ტრავმებსა და სიხარულს წყვეტდა.“
„ეკლესიასტეში წერია: „ნურავინ იტყვის აწმყო წარსულს რად სჯობიაო, რადგან ამ სიტყვას სიბრძნე არ ახლავს“. მე ბევრჯერ მიფიქრია ამ ფრაზაზე. რატომ უნდა ვიფიქრო ამ ასაკის ადამიანმა, რომ ჩემი აწმყო ჯობია იმ წარსულს, როცა მე ოცის, ოცდაათის ან თუნდაც ორმოცი წლის რომ ვიყავი?! იმიტომ, რომ ჩემს ასაკში ოციცაა, ოცდააათიც, ორმოციც ანუ იმ წლებისგან დაგროვილი გამოცდილებაა“- ამბობს ნანა ჩაჩუა.ნანა ჩაჩუა: თუკი წარსულს გამოცდილებად არ იტოვებ, მაშინ ის უბრალო თარიღებია
ნანა ჩაჩუა: „ჩემს ასაკს აქვს ყველა ის გამოცდილება, თუკი გამოცდილებად მაქვს დატოვებული, რაც აქამდე მქონდა, ყველა ის გამოცდილება ჩემს ასაკში თავსდება. თუმცა აქ ერთი რამაა საგულისხმო, რომ ინდივიდის დონეზე წარსული გამოცდილებად რჩება. თუკი არ რჩება გამოცდილება, მაშინ გამოდის, რომ შენ წარსულში არ გიცხოვრია.“
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 33-ე ჩემპიონატი თბილისის „დინამოს“ და „სამგურალის“ დაპირისპირებით დაიწყო.
გახსნის მატჩში თბილისის „დინამოელებმა“, რომლებიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან, ეროვნულ ლიგაში ახალბედა წყალტუბოელებს ვერ აჯობეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
„სამგურალი“ სერგო კუხიანიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ 30-ე წუთზე დაწინაურდა. „დინამოელებმა“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში შეძლეს. ლუკა გაგნიძის ჩაწოდებით თაური დარტყმა გიორგი გაბედავამ შეასრულა.
პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ მინიმალური ანგარიშით მოუგო ქუთაისის „ტორპედოს“ (1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.
პირველ ტურში ასევე გაიმართება მატჩები: „თელავი“ – „სამტრედია“, „დილა“ (გორი) – „შუქურა“ (ქობულეთი), „ლოკომოტივი“ (თბილისი) – „საბურთალო“ (თბილისი).
2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი გაიმართება ორ წრეში, მეტოქეები ერთმანეთს შინ და გასვლაზე თითიჯერ დაუპირისპირდებიან.