„იმედი მაქვს, ეს გახსნა ჩაივლის დადებითად და არ გააუარესებს ეპიდვითარებას. ვიმედოვნებ, რომ შემდგომში ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით ვიფიქრებთ უფრო სრულყოფილ გახსნაზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან. სარესტორნო ბიზნესიც ჩართულია ამ მუშაობაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.თურნავა: იმედი მაქვს ეს გახსნა ჩაივლის დადებითად და არ გააუარესებს ეპიდ ვითარებას
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იგეგმება შეხვედრა რესტორნების გაერთიანებებთან და შრომის ინსპექციასთან, სადაც განხილული იქნება, თუ რამდენად არის ქვეყანა მზად შიდა სივრცეების გასახსნელად.
„ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, პოლიტიკურმა პარტიებმა არანაირად არ უნდა იფიქრონ იმაზე, რასაც პოლიტიკური დივიდენდების მიღება ჰქვია. სისხლხორცეული დაინტერესებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველოში არ მოხდეს დესტაბილიზაცია. ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან კონკრეტული წინადადებით მივიდეთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.ვოლსკი: მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტული წინადადებით უნდა მივიდეთ
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული, სტაბილური განვითარებისთვის პასუხისმგებლობა ოპონენტებმაც უნდა გაიზიარონ. მთავრობაში განსაკუთრებით ხაზს უსვამენ მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობას.
„ჩვენ წინა წლებში გავამკაცრეთ სანქციები სამშენებლო სამართალდარღვევებზე, კერძოდ, პარლამენტის დახმარებით გავზარდეთ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისათვის დაწესებული 5 ათასი ლარის ჯარიმა 50 ათას ლარამდე. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი მშენებელი კვლავ აგრძელებდა უნებართვო მშენებლობას. რა თქმა უნდა, ჯარიმის ოდენობის გაზრდამ გარკვეული პრევენცია მოხდინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არასრულფასოვნად. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიზანია – მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სამშენებლო პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში მართვა“, – განაცხადა სერგო ბირკაძემ.ვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი
კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც მერია ამ საკანონმდებლო იცინიატივით გეგმავს, გარკვეული დარღვევებით აშენებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაა. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი 27 თებერვალს ონლაინ–ფორმატში გაიმართება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნეს–გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
„ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს.
ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.
ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უცხოეთში მცხოვრები 150–ზე მეტი თანამემამულე დაესწრება.