„თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემდგომი შემსუბუქების კალენდარი. ჩვენ ყველა ერთად თუ ახლაც მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით და შევასრულებთ ყველა აუცილებელ მოთხოვნას, რაც კარგადაა ცნობილი ყველასთვის, ასევე ბიზნესი თუ შეასრულებს ყველა მოთხოვნას, შემდგომი შემსუბუქების თარიღი უფრო მალე დადგება“, – ამბობს ნათია თურნავა.თურნავა: რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი თითოეული ჩვენგანის ხელშია
საქართველოში ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ, 1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ამ დროისათვის უკვე ამუშავებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). დღეიდან რესტორნებს შესაძლებლობა აქვთ, კლიენტები ღია სივრცეებში მიიღონ. ასევე 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს.
„ჩვენ წინა წლებში გავამკაცრეთ სანქციები სამშენებლო სამართალდარღვევებზე, კერძოდ პარლამენტის დახმარებით გავზარდეთ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისათვის დაწესებული 5 000 ლარიანი ჯარიმა - 50 000 ლარამდე. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი მშენებელი კვლავ აგრძელებდა უნებართვო მშენებლობას. რა თქმა უნდა ჯარიმის ოდენობის გაზრდამ გარკვეული პრევენცია მოხდინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა არასრულფასოვნად. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიზანი არის რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სამშენებლო პროცესის სამართლებრივ ჩარჩობში მართავა“, - განაცხადა ბირკაძემ.ვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი
კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც მერია ამ საკანონმდებლო იცინიატივით გეგმავს, გარკვეული დარღვევებით აშენებული ობიეტების ექსპლუატაციაში მიღებაა. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.
„აგრესიის განცდა ჩნდება, როცა უსამართლობა ხდება. იმისთვის, რომ სამართლის განცდა ჩამოყალიბდეს, წესები უნდა იყოს ერთნაირი, რომ შევაფასოთ – ეს ქცევა სამართლიანი იყო თუ არა“, – ამბობს ზურა მხეიძე.ზურა მხეიძე: აგრესიაზე არააგრესიული პასუხი ხშირად უკვე მოგებაა
ფსიქოლოგი აღნიშნავს: „დღეს ასეთ კითხვას სვამენ ხშირად – ქალები რატომ გახდნენ უფრო ვაჟკაცურები ქუჩაში, როცა უსამართლობას აწყდებიანო. იმიტომ რომ ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება. დავუშვათ, ქალი ჩაერია რაღაც კამათში და ვიღაცამ ხელი დაარტყა. ვინაა დამარცხებული? – კაცი! კაცმა თუ დაარტყა, კაცია დამნაშავე“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად, ჟურნალისტი ეკა ხოფერია დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ 29 დეკემბერს გავრცელდა, ახლა კი, ეკა „ჯანზე“ ყოფნას აპირებს და ამის შესახებ საკუთარ გვერდზე წერს.
პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო, ცნობილი ჟურნალისტი მოდუნდა და საკუთარ სხეულს უპირატესობას სათანადოდ ვერ ანიჭებს. ამის მიზეზი სპორტდარბაზების დახურვა გახდა. ამიტომ ეკა ხოფერია Instagram- ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. „მზად ვარ სკაფანდრით ვივარჯიშო, ოღონდ ვივარჯიშო... მინისტრი ჯანზე უნდა იყოს!“- აღნიშნავს მინისტრი.
View this post on Instagram
ხოფერიების ოჯახი აფხაზეთიდანაა. ეკა ხოფერია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა, მათ შორისაა „იბერია", „რუსთავი2", „იმედი". ეკა ხოფერია ჟურნალ „სითის“ დამფუძნებელია და მას 11 წელია უძღვება.
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა სოციალური ქსელი უფრო მეტად გაააქტიურა. მან ისიც აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების ეტაპზე ამ თანამდებობამ სავიზიტო ბარათიც აჩუქა, რაც პირველად მოხდა. „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - ეს ჩემ ცხოვრებაში პირველი სავიზიტო ბარათია და მე ამით ამაყი ვარ...“, - შეახსენა მან ფოლოვერებს.