თემურ წიკლაური

თემურ წიკლაური: ეს სიმღერა ზურაბ მჟავიამ დაწერა და პატრიარქმა აკურთხა

910
(განახლებულია 21:32 13.02.2021)
თემურ წიკლაური თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ყვება საინტერესო ამბებს და იხსენებს თალეს შონიასთან დაკავშირებულ ერთ შემთხვევას.
თემურ წიკლაური: ეს სიმღერა ზურაბ მჟავიამ დაწერა და პატრიარქმა აკურთხა
„ბევრი რამაა მოსაყოლი „ჩხიკვთა ქორწილზე“. აქვე ვიტყვი, რომ კიდევ კარგი ეს მიუზიკლი ჩაიწერა, თორემ საქართველოში ქორწილებს რა ეშველებოდა? სადაც მიხვალ, ყველგან ეს სიმღერა „აგაშენოთ, დაგამშვენოთ“ ისმის“ - ამბობს თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თემურ წიკლაური.

მომღერალი თემურ წიკლაური: „ბატონ თალეს შონიას თანდასწრებით, რუსთავში, ერთ-ერთ ოთახში ჩემი ფირფიტა მოვათავსე. მე როგორც მისი თანაშემწე თუ დირექტორის მოადგილე ვიყავი, ერთად დავდიოდით. იმ ფირფიტასთან ერთად მაშინ დავტოვეთ წერილი: ძალიან გთხოვთ თქვენს პლანეტაზე მიუსმინეთ.“

910
შოთა ბურჯანაძე

შოთა ბურჯანაძე: სუბსიდირების შემდეგ, იმედია, ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება

29
(განახლებულია 22:33 05.03.2021)
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე თბილისის რესტორნების ერთჯერადი სუბსიდირების საკითხზე საუბრობს.
შოთა ბურჯანაძე: სუბსიდირების შემდეგ იმედია ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება
„ეს არის ის თანხა, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ნებისმიერ რესტორანს საბრუნავი თანხებისთვის, რომელიც ხვდება ამ კონტექსტში. საბრუნავ თანხებზე წვდომა დღესდღეობით ჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთი ბანკი ვეღარ გასცემს დამატებით სესხს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ნაბიჯი და, იმედია, ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს სფერომ, მაგრამ გარკვეულწილად დახმარება საჭიროა", – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ერთჯერადი დახმარების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, შესაბამისად, სუბსიდირება მხოლოდ დედაქალაქის რესტორნებს ეხება. ობიექტებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარია.

 

29
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: კვლევები ჩატარდება უფასოდ, მერწმუნეთ, ეს ძალიან დიდი პაკეტია

41
(განახლებულია 12:47 06.03.2021)
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში დაგეგმილ პოსტკოვიდურ გამოკვლევებზე საუბრობს.
თენგიზ ცერცვაძე: კვლევები ჩატარდება უფასოდ, მერწმუნეთ ეს ძალიან დიდი პაკეტია
„ეს არის კვლევა, რათა შევისწავლოთ პოსტკოვიდური სინდრომის კანონზომიერებები. ჩვენ გვაქვს ქალაქის მთელი მოსახლეობის სია, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. ჩვენ არ ვიცით, ვის რა გამოვლინება აქვს და რამდენ პროცენტში რა სინდრომი გამოვლინდა. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავატარებთ ყველა სახის კვლევას. მერწმუნეთ, რომ ეს ძალიან დიდი პაკეტია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში პოსტკოვიდური კვლევები იწყება. თბილისის მასშტაბით შერჩევითობის პრინციპით გამოკვლევები 400 კოვიდგადატანილ პაციენტს ჩაუტარდება.

 

41

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

0
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

0