„ქვეყანაში არის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს... ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს შეზღუდვების ყველა გახსნასთან მიმართებაში, ამიტომ როდესაც რაღაცის შემსუბუქება მოხდება, აუცილებელია ორკვირიანი დაკვირვება – ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიჰყვება. ამის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი შემსუბუქებისა და ა.შ.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო შეთანხმდა, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების საფუძველი ეპიდსიტუაციის მუდმივი მონიტორინგი უნდა იყოს.
„ეს არის ის თანხა, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ნებისმიერ რესტორანს საბრუნავი თანხებისთვის, რომელიც ხვდება ამ კონტექსტში. საბრუნავ თანხებზე წვდომა დღესდღეობით ჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთი ბანკი ვეღარ გასცემს დამატებით სესხს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ნაბიჯი და, იმედია, ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს სფერომ, მაგრამ გარკვეულწილად დახმარება საჭიროა", – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.შოთა ბურჯანაძე: სუბსიდირების შემდეგ იმედია ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება
ერთჯერადი დახმარების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, შესაბამისად, სუბსიდირება მხოლოდ დედაქალაქის რესტორნებს ეხება. ობიექტებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარია.
„ეს არის კვლევა, რათა შევისწავლოთ პოსტკოვიდური სინდრომის კანონზომიერებები. ჩვენ გვაქვს ქალაქის მთელი მოსახლეობის სია, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. ჩვენ არ ვიცით, ვის რა გამოვლინება აქვს და რამდენ პროცენტში რა სინდრომი გამოვლინდა. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავატარებთ ყველა სახის კვლევას. მერწმუნეთ, რომ ეს ძალიან დიდი პაკეტია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.თენგიზ ცერცვაძე: კვლევები ჩატარდება უფასოდ, მერწმუნეთ ეს ძალიან დიდი პაკეტია
საქართველოში პოსტკოვიდური კვლევები იწყება. თბილისის მასშტაბით შერჩევითობის პრინციპით გამოკვლევები 400 კოვიდგადატანილ პაციენტს ჩაუტარდება.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. პროექტმა „ქართლის დედა“, რომელიც გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, ასევე ბერლინურმა მუსიკალურმა სალონმა „ლიტერა-დო“ (Литера-ДО) ჩაატარეს პანდემიის პერიოდში მეორე საერთაშორისო ონლაინ არტ-ფესტივალი „ზამთრის ზღაპარი“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 20 ქვეყნის წარმომადგენელმა, როგორც უმცროსმა, ისე უფროსმა თაობამ, როგორც მოყვარულებმა, ისე პროფესიონალმა პოეტებმა, მწერლებმა, მთარგმნელებმა, მუსიკოსებმა, არტისტებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა და ფოტოგრაფებმა.
„განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ თითქმის ყველა ნომინაცია ქართველებმა მოიგეს, - საუბრობს პროექტის ხელმძღვანელი თამარა ინაშვილი. - მათ თავისი ნიჭით ფესტივალი გაალამაზეს და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს“.
„ეს უკვე მეორე ფესტივალია ციკლიდან „წელიწადის ოთხი დრო“ ონლაინ-რეჟიმში. პირველი „შემოდგომის კალეიდოსკოპი“ გასულ წლის შემოდგომაზე გაიმართა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა აჩვენა იმ დროს, როდესაც კულტურულ ცენტრებში, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებში „დაკეტილი კარების“ პერიოდია“, - გააგრძელა საუბარი ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა სანდრა ვერელმა.
„დუხობორების მიწა“: ქართველმა ფოტოგრაფმა აშშ-ის ფესტივალის გრანტი მიიღო >>
ვერელის თქმით, ფესტივალში მონაწილეობა დაახლოებით 350-მა ადამიანმა მიიღო საქართველოდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, სინგაპურიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან.
„რა თქმა უნდა, ონლაინ-ფორმატმა მონაწილეთა რეკორდული რაოდენობის მიღების და მრავალფეროვანი საინტერესო პროგრამის შედგენის საშუალება მოგვცა. ფესტივალმა აჩვენა კულტურის სხვადასხვა მიმართულების კომბინაციის უპირატესობა, რაც „მეგობრობის ხიდების“ აგების გაგრძელების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ვერელმა.
პრიზიორებს სხვადასხვა ნომინაციაში - ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ცეკვა - დიპლომები გადაეცათ.
ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო თეატრმა „ირიდა“, რომელმაც მუსიკალურ სკოლასთან და ნორჩ მევიოლინეთა ანსამბლთან „ბაღდათის ვარსკვლავები“ ერთად სპეციალურად ფესტივალისთვის ვაჟა აზარაშვილის მუსიკაზე პოეტურ-ქორეოგრაფიული ნომერი დადგა.