„კოვიდინფიცირებული პაციენტების თითქმის 70% ზე მეტს, ერთი სიმპტომი მაინც რჩება განკურნების შემდეგ, მაგრამ აქ ლაპარაკია მძიმე პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობდნენ საავადმყოფოში. ისინი განიკურნენ, გაეწერნენ და ისევ დაბრუნდნენ საავადმყოფოში. საუბარია მძიმე ფონური დაავადების მქონე ადამიანებზე, რომლებსაც გაუმწვავდათ თავიანთი დაავადება. ძირითადი გართულება იყო ფილტვის მოგვიანებითი დაავადებები, იყო ასევე თირკმელი, დიაბეტი და ასე შემდეგ. ამიტომ განსაკუთრებულად საყურადღებოა ქვეყანაში მოხდეს ამ ტიპის განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის აღრიცხვა, რათა ჯანდაცვის სექტორმა იცოდეს ადამიანების რამდენი პროცენტი შეიძლება მობრუნდეს სამკურნალოდ“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.კულუმბეგოვი: აუცილებელია გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის აღრიცხვა
კულუმბეგოვის რეკომენდაციით კოვიდგადატანილმა პირებმა რომელთა ჯანმრთელობის მდგომაორებაც მძიმე იყო აუცილებლად სრული სამედიცინო გამოკლვევა უნდა ჩაიტარონ.
„ეს არის ის თანხა, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ნებისმიერ რესტორანს საბრუნავი თანხებისთვის, რომელიც ხვდება ამ კონტექსტში. საბრუნავ თანხებზე წვდომა დღესდღეობით ჭირს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთი ბანკი ვეღარ გასცემს დამატებით სესხს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ნაბიჯი და, იმედია, ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს სფერომ, მაგრამ გარკვეულწილად დახმარება საჭიროა", – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.შოთა ბურჯანაძე: სუბსიდირების შემდეგ იმედია ბევრი რესტორანი ბაზრიდან გასვლას გადარჩება
ერთჯერადი დახმარების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, შესაბამისად, სუბსიდირება მხოლოდ დედაქალაქის რესტორნებს ეხება. ობიექტებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარია.
„ეს არის კვლევა, რათა შევისწავლოთ პოსტკოვიდური სინდრომის კანონზომიერებები. ჩვენ გვაქვს ქალაქის მთელი მოსახლეობის სია, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. ჩვენ არ ვიცით, ვის რა გამოვლინება აქვს და რამდენ პროცენტში რა სინდრომი გამოვლინდა. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავატარებთ ყველა სახის კვლევას. მერწმუნეთ, რომ ეს ძალიან დიდი პაკეტია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.თენგიზ ცერცვაძე: კვლევები ჩატარდება უფასოდ, მერწმუნეთ ეს ძალიან დიდი პაკეტია
საქართველოში პოსტკოვიდური კვლევები იწყება. თბილისის მასშტაბით შერჩევითობის პრინციპით გამოკვლევები 400 კოვიდგადატანილ პაციენტს ჩაუტარდება.
თბილისი, 7 მარტი - Sputnik. კახეთში საშინელი ტრაგედია მოხდა - თელავში, გოშაძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.
ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.