ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი: ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის

76
(განახლებულია 19:28 13.01.2021)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გუნდის საქმიანობაში აღარ ჩაერევა.
ბიძინა ივანიშვილი: ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის
„მე არც კონსულტაციები მექნება, არც მხარდამჭერი ვიქნები „ქართული ოცნების“. ჩემი მოქალაქეობრივი მაქსიმალური აქტიურობა არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება. არანაირი ინტერვიუ, საჯარო განცხადება, არ დავურეკავ რომელიმე გუნდის წევრს, არანაირი შენიშვნის მიცემა არ იქნება ჩემი მხრიდან – რომ შენ ეს კარგად არ გააკეთე, ან არ გამოგივიდა. მე გუნდთან რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ამ მხრივ თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი იქნებით. ნუ დამირეკავთ და ნუ დამისვამთ კონსულტაციებისთვის შეკითხვებს. აი, ეს არის განსხვავება იმაში, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, ის იმ ყოფით ცხოვრებას უბრუნდება პოლიტიკის გარეშე, რომელიც ძალიან მოსწონდა და დღესაც მოსწონს.

76
თემები:
ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის – მიზეზები და რეაქციები (10)
ბიძინა კულუმბეგოვი

კულუმბეგოვი ახალ სინდორმზე: მას შეიძლება მოჰყვეს წნევის დავარდნა, ასევე შოკის განვითარება

63
(განახლებულია 18:53 25.01.2021)
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს მულტისისტემურ ანთებით სინდორმზე, რომელიც ბოლო პერიოდში იმ ბავშვებში გამოვლინდა, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები.
კულუმბეგოვი ახალ სინდორმზე: მას შეიძლება მოჰყვეს წნევის დავარდნა, ასევე შოკის განვითარება
„ეს არის ანთებითი მარკერების მკვეთრი მომატება. ეს არის ორგანოთა ანთებით პროცესებში ჩართვა (მინიმუმ ორი სხვადასხვა ორგანოთა სისტემის). მაგალითად, კანზე გამონაყარი, დიარეა, გულისრევა, გულის პათოლოგია და ა.შ. მისი ფორმა მკურნალობასა და ყურადღებას საჭიროებს იმ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე ნიშნით არის წარმოდგენილი და კავასაკის დაავადების მსგავსი მიმდინარეობა აქვს“, - ამბობს კულუმბეგოვი.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი  სინდრომი სწორედ კორონავირუსმა გამოიწვია. თუ ბავშვს უვლინდება მაღალი სიცხე, გამონაყარი, თვალების და ენის სიწითლე, დიარეა და შეშუპება, მედიკოსები ყველას ურჩევენ, ავადმყოფი დაუყოვნებლივ აჩვენონ ექიმს. საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში ის კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. კორონავირუსისგან განსხვავებით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი თითქმის ყველა შემთხვევაში საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

63
გიორგი ფხაკაძე

ფხაკაძე: 2023 წლამდე  ჩვენ  ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს

28
(განახლებულია 15:52 25.01.2021)
გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე საუბრობს და ამბობს, რომ პანდემია კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ფხაკაძე: 2023 წლამდე ჩვენ ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს
„ეს ვირუსი კიდევ დიდხანს იქნება.  ვაქცინაციის პროგრამა 2023 წლამდეა გაწერილი. ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ღია, გამჭირვალე საუბარი მოქალაქეებთან.  არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ერთ თვეში, ან ორ თვეში ყველაფერი კარგად იქნება და გაიხსნება ქვეყანა.  არაფერი არ გაიხსნება. რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ჩვენ ვიცით, რომ 2023 წლამდე მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება“, -ამბობს ფხაკაძე.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი სიმართლისთვის თვალებში შეხედვაა და ეს სიმართლე სამედიცინო პირბადეა ( მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო, აკრძალული უნდა იყოს სხვა სახის პირბადეების გაყიდვა),  ჰიგიენისა და  ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, სადაც შესაძლებელია.

 

28
ვაქცინა Спутник V

ინდოეთმა რუსული ვაქცინის გამოცდის მეორე ეტაპი დაასრულა

7
რუსეთში ინდოეთის ელჩის სიტყვებით, ცდების პირველი ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე ეტაპი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ  V“ ინდოეთში ცდების მესამე ეტაპის შემდეგ დარეგისტრირდება, იუწყება РИА Новости მოსკოვში ინდოეთის ელჩის, ვენკატეშ ვარმას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ინდოეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, ვაქცინების მიმართულებით, პანდემიის პირობებში ძალიან კარგ დონეზეა, მიმდინარეობს რეგულარული კონტაქტები პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდსა და ინდურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა მან.

ვარმას თქმით, „სპუტნიკ  V“-ს გამოცდის ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე.

„როგორც კი ის დასრულდება, ჩატარდება რეგისტრაცია და დაიწყება მისი წარმოება ინდოეთში სარეალიზაციოდ. ვფიქრობ, ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

„როგორც კი ცდების მესამე ფაზა დასრულდება და ის ნებართვას მიიღებს, ჩვენ ვხედავთ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას, ინდოეთისთვის, რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ინდოეთის სიმძლავრეების გამოყენების გზით... ჩვენთან ვაქცინების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სიმძლავრეებია განთავსებული - მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60 პროცენტი“, - აღნიშნა ელჩმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

7