„ყველაზე მნიშვნელობანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც, შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობის მესამედი უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს – მართოს ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.გახარია: ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა
ორშაბათს, 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის, რადგან საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს. თავისი გადაწყვეტილება მან ღია წერილით გაახმოვანა.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. ვაქცინაციასთან მიმართებაში უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. კომისია კი მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი – კომისიამ უნდა მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსნებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად – დაიწყოს მოქალაქეთა ვაქცინაცია. მეორე – წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულია. მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ კოვაქს-პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც“, – განაცხადა პრემიერმა.პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება
გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და არსებობს გეგმა, რომელსაც ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ, შემდეგ კი მთავრობა დაამტკიცებს.
„ჩვენ ახალ წლამდე მოვახდინეთ პროდუქტებით დახმარება, თუმცა არ ვჩერდებით და ეს პროექტი ახალი წლების მერეც გაგრძელდება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელებს, ვინც ჩართულია ამ პროექტში. უკვე გამზადებული და დაფასოებულია პროდუქტები, რომლებიც ოჯახებს დღეიდან დაურიგდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.კალაძე: ახალ წლამდე პროდუქტებით ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ასე გაგრძელდება მომავალშიც
თბილისის მერის განცხადებით, პანდემიის პირველი ტალღის დროს მერია ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 1,2 მლნ ლარი.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფეხბურთში - თბილისის „დინამომ“ სერბ თავდამსხმელთან, ზორან მარუშიჩთან კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია კლუბის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეთანხმება „დინამოსა“ და 27 წლის ფორვარდს შორის, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, 1+1 სისტემით არის შედგენილი. გარიგების ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.
მარუშიჩი „დინამოში“ გადავიდა ბელარუსის ჩემპიონატიდან, სადაც გროდნოს „ნემანის“ სახელით ასპარეზობდა. კლუბის შემადგენლობაში სერბმა თავდამსხმელმა 28 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
კარიერის უმეტესი ნაწილი მარუშიჩმა სერბეთისა და ბოსნიის და ჰერცეგოვინას კლუბებში გაატარა. გამოცემა transfermarkt.com-ის შეფასებით, თავდამსხმელის შეფასება 500 ათას ევროს შეადგენს.