ნანი ბრეგვაძე

ნანი ბრეგვაძე: როცა ეს დავინახე, ისე გამეხსნა გული, რომ კინაღამ ვიტირე

197
(განახლებულია 22:25 09.01.2021)
მომღერალი ნანი ბრეგვაძე მის სახლში არსებულ საახალწლო ტრადიციაზე საუბრობს, რომელსაც ყოველ წელს იცავს ხოლმე.
ნანი ბრეგვაძე: როცა ეს დავინახე, ისე გამეხსნა გული, რომ კინაღამ ვიტირე
„მადლობა მინდა გადავუხადო ნატალიას ისეთი დიდი ყურადღებისა და სიამოვნებისთვის, რაც მან მომანიჭა. დიდი საჩუქარი გაგვიკეთა, იმიტომ, რომ სულ არ ველოდი. ჩვენ ძალიან ლამაზი ნაძვის ხე გვაქვს. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ძალიან ლამაზ და კარგ გარემოში ვიყავი ხოლმე, ჩვენს სახლში ნაძვის ხე საახალწლოდ აუცილებლად უნდა ყოფილიყო“... იხსენებს ნანი ბრეგვაძე.

„ახლა საახალწლოდ ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, ერთი თვით ადრე ემზადებიან ხოლმე და ამაში ცუდს არაფერს ვხედავ“, - ამბობს ნანი ბრეგვაძე.

197
რამაზ გიგაური

რამაზ გიგაური: განდიდების მანია არ მჭირს, მაგრამ კარგი ასტროლოგი ვარ და ვერ მოამტყეუბ

26
(განახლებულია 10:59 18.01.2021)
რამაზ გიგაური საუბრობს იმაზე, რომ ჰოროსკოპი ის მოცემულობაა, რაშიც ჩვენ გავჩნდით, ეს კოსომბიოლოგიური საათია.
რამაზ გიგაური: განდიდების მანია არ მჭირს, მაგრამ კარგი ასტროლოგი ვარ და ვერ მოამტყეუბ
„ჰოროსკოპით ჩვენ საკუთარ პოტენციალს ვიგებთ, იმას, თუ რა თვისებები გვაქვს, გამარჯვება სადაა, რა მიდრეკილებები გვაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია ჰოროსკოპით რაღაც გრანდიოზული განვახორციელოთ“- ამბობს რამაზ გიგაური.

მწერალი და ასტროლოგი რამაზ გიგაური ამბობს: „გამართლება პირობითია, მთავარია, აზრი, მაგრამ როგორც კი ჩვენ ვიწყებთ ამ აზრის ჩვენი სიტყვებით გადმოცემას, ეს აზრი ან არის, ან არ არა. რადგან  ერთი ადამიანი რასაც ამბობს, მეორეს ეს სხვანაირად ესმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“.

26
გიორგი გახარია

პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება

80
(განახლებულია 19:59 15.01.2021)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანაზე და მის ხარისხზე ისაუბრა.
პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. ვაქცინაციასთან მიმართებაში უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. კომისია კი მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი – კომისიამ უნდა მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსნებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად – დაიწყოს მოქალაქეთა ვაქცინაცია. მეორე – წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულია. მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ კოვაქს-პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და არსებობს გეგმა, რომელსაც ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ, შემდეგ კი მთავრობა დაამტკიცებს.

 

80
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 11:13 18.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.107 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  121 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 986  ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები