დავით როსტომაშვილი

რაჭველმა უთხრა, ვერ მითხარი, ბოშო, აღმართის ბენზინს მოგცემდიო...

209
(განახლებულია 21:58 08.01.2021)
დათო როსტომაშვილი ახალ წელს ულოცავს ქართველებს, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ სახალისო ამბებს იხსენებს და ანეკდოტებს ჰყვება.
დათო როსტომაშვილი: რაჭველმა უთხრა: ვერ მითხარი, ბოშო, აღმასვლის ბენზინს მოგცემდიო?!
„მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, ღმერთმა დაგლოცოთ და სიკეთე და ბარაქა არ გამოგილიოთ. ძველი დრო რომ იყო, სად იყო მაშინ ამდენი ბენზინგასამართი სადგური?! არ არსებობდა მანქანა, რომელშიც სამლიტრიანი ბანკით ბენზინი არ ჰქონოდათ საბარგულში. ერთხელ კახეთის ტრასაზე მანქანას გაუთავდა ბენზინი. მძღოლმა გამვლელ მანქანას ხელი აუწია – ბენიზი ხომ არ გაქვსო? იმან უთხრა, მააქო, მაგრამ არა მააქო! მძღოლს გაუკვირდა: ეგ როგორ? - თუ გაქვს, როგორ არ გაქვსო?! კახელმა მიუგო: კაცო, ბეზინი კი მააქ, მაგრამ ზეით არ ამააქო“, – ამბობს დათო როსტომაშვილი.

მსახიობი და პაროდისტი დათო როსტომაშვილი ანეკდოტებს ჰყვება.

 

209
მიკროფონი

რას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი

18
(განახლებულია 14:48 27.01.2021)
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რა შეიცვლება უფრაქციო დეპუტატებისთვის პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთვევაში.
რას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი
„პარლამენტის არჩევნების შემდეგ მივიღეთ შემდეგი სურათი, როდესაც ავტომატურ რეჟიმში, როგორ რეგლამენტი ითვალისწინებდა მხოლოდ ორ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა ფრაქციის ჩამოყალიბების საშუალება, დანარჩენი შვიდი პოლიტიკური სუბიექტი ვერ აყალიბებდა ფრაქციას თუ მათ შორის არ მოხდებოდა შეთანხმება, ამიტომ იმისთვის რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის, ვინც დღეს არის შემოსული პარლამენტში, ჰქონდეს პარლამენტის ცხოვრებაში უფრო ფართო ჩართვის საშუალება, ვაკეთებთ ამ შესწორებას," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

18
დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს

36
(განახლებულია 14:35 27.01.2021)
პარლამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლის შესაბამისად  სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე, განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ
ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს
„კანონში შესატან ცვლილებები გულისხმობს ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარი ზიანის პასუხისმგებლობის განაწილებას სახელმწიფოს მხრიდან, თუ არ არის ზიანი გამოწვეული კლინიკის, მედ პერსონალის, მწარმოებლის ან იმპორტიორის შეცდომით. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს აქვს შესაძლო გვერდითი მოვლენები, ისე რომ ეს არ არის ახალი. მაგრამ რადგან კალენდარულ აცრებში არ მოიაზრება კოვიდვაქცინა, ამიტომ, დროებითი ნორმა რომ იყოს საკანონმდებლო დონეზე, ეს არის აუცილებელი. ეს მოთხოვნა აქვს მწარმოებლებსაც, ეს მოთხოვნა აქვს "კოვაქს" პლატფორმასაც", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას თებერვლის მეორე ნახევარში ან მარტის დასაწყისში ელოდება. 

36
კომპიუტერის მომხმარებელი

ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

0
The Way of Wrath - საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath - ის Kickstarter-ის ვებგვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter - ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter-ი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს - მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის შექმნას და სხვ.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

The Way of Wrath - საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაში 30-საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია - მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის ჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტით, მოქმედება ხდება ძველ დროში - ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმ „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.

0