შოთა ბურჯანაძე

ბურჯანაძე: გაზის გაძვირება, რაც კომერციულ სტრუქტურებს ემუქრებოდათ, თავიდან ავიცილეთ

78
(განახლებულია 22:30 06.01.2021)
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე კომერციული სტრუქტურებისთვის გაზრდილი ტარიფების შესახებ საუბრობს.
ბურჯანაძე: გაზის გაძვირება, რაც კომერციულ სტრუქტურებს ემუქრებოდათ თავიდან ავიცილეთ
„გაზის გაძვირება, რაც კომერციულ სტრუქტურებს ემუქრებოდათ, თავიდან ავიცილეთ. წყლისა და ელექტროენერგიის გაძვირება წარმოუდგენელი რეალობაა ბიზნესისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირება მოხდა, რეალურად აქ არის პრობლემა: დანარჩენი ბიზნესი გაზრდილი ტარიფით გააძვირებს პროდუქციასაც“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის ინფორმაციით, რესტორნის მეპატრონეთა დიდ ნაწილს ძალიან ბევრი ვალი აქვს დაგროვილი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გარკვეულ დახმარებას უწევს მათ, ძალიან ბევრი ბიზნესი და რესტორანი დაიკეტება.

 

78
ლევან გიგინეიშვილი

ლევან გიგინეიშვილი: რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო ნაკლებად ხარ...

66
(განახლებულია 20:24 23.01.2021)
ლევან გიგინეიშვილი საუბრობს ისეთ თემაზე, როგორიცაა სოციუმში შეჭრილი ინფექცია - სიხარბის კულტზე, რომელსაც ადამიანი მსხვერპლად სწირავს ადამიანობას.
ლევან გიგინეიშვილი: რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო ნაკლებად ხარ...
„თუკი ადამიანებს გვინდა ერთმანეთი ჩავძიროთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანური ბუნებისგან გადავუხვიეთ. ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები უნდა ვიყოთ. ჩვენი ბუნების მთავარი ასპექტი კეთილგანწყობაა, მაგრამ სოციუმმა დაგვამახინჯა, ამიტომ ჩვენ სოციუმი უნდა გამოვასწოროთ, სოციუმი, რომელშიც ძალიან დიდი ინფექციაა შეჭრილი“, - აცხადებს ლევან გიგინეიშვილი.

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი განმარტავს: ქრისტიანულ კულტურაში ადრე ბევრი რამ იყო ისეთი, რაც ფულზე დამოკიდებული არ იყო. მაგალითად, პაჟი ბატონს ერთგულების ძალით და არა ფულის გამო ემსახურებოდა, ექიმი პაციენტს კურნავდა არა ფულისთვის, არამედ იმიტომ, რომ ჰიპოკრატეს ფიცი ჰქონდა დადებული და მისი ღვთიური მოვალეობა იყო, რომ პაციენტს დახმარებოდა. 

 

66
ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა: ცხოვრებაში არის რვა მოლოდინი, რომელიც  ადამიანის ცხოვრებას ანგრევს

101
ალექსანდრე ჯეჯელავა განიხილავს იმ ცრუ მოლოდინებს, რაც ადამიანს აქვს ხოლმე ცხოვრებაში და არ ამართლებს.
ალექსანდრე ჯეჯელავა: ცხოვრებაში არის რვა მოლოდინი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ანგრევს

„არის რვა მოლოდინი, რომელიც დაგანგრევთ. რაც უფრო მაღალია მოლოდინი, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს სხვაობა მოლოდინსა და რეალობას შორის. პირველი მოლოდინი არის ის, რომ ცხოვრება უნდა იყოს სამართლიანი და ყველამ უნდა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს, თუმცა ასე არ ხდება ხოლმე. ამიტომ რაც უფრო მალე დავეშვებით ციდან ჩვენთვისვე უკეთესია. დამსახურება ყოველთვის არ შეეფერება შედეგს. მას რასაც მივიღებთ, ხან სამართლიანად შედეგად ჩავთვლით, ხან- უსამართლოდ“, - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

პედაგოგ ალექსანდრე ჯეჯელავას აზრით: „მეორე მოლოდინი ძალიან პოპულარულია საქართველოში და ჟღერს ასეა: მე შესაძლებლობები თავზე დამეცემა ციდან, ანუ თუ აღმოვჩნდები სწორ ადგილას და სწორ დროს, რაღაცეები მოხდება. დაწინაურება იქნება ეს, თუ ბიზნეს შესაძლებლობა ან ლატარიაში მოგება - ყველაფერი თავზე დამეცემა. საქმე კი ისაა, რომ რეალობა ამას სრულებით არ შეესაბამება“.

101
თავისუფალი ჭიდაობა

ცნობილი მწვრთნელი ნუგზარ სხიერელი გარდაიცვალა

0
(განახლებულია 15:54 25.01.2021)
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ სხიერელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ქართულ სპორტულ სამყაროს.

 

თბილისი, 25 იანვარი  – Sputnik.  თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი ნუგზარ სხიერელი 75 წლისა გარდაიცვალა, ნათქვამია  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში. 

სხიერელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლა დააფუძნა. მისი ხელმძღვანელობით სპორტის ამ სახეობაში პირველი ნაბიჯები გადადგეს ისეთმა ცნობილმა სპორტსმენებმა, როგორიცაა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი,  მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი), გენო პეტრიაშვილი (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი) და ა.შ.

2018 წელს  ლადო ხინჩეგაშვილის ინიციატივით, გორში სხიერელის მონუმენტი გაიხსნა. როგორც მაშინ ხინჩეგაშვილმა განაცხადა:

 „ჩემმა მწვრთნელმა ეს დაიმსახურა. მას პატივს სცემენ საქართველოში, მან გორში თავისუფალ ჭიდაობას ჩაუყარა საფუძველი. მანამდე გორში მხოლოდ ძიუდო ვითარდებოდა, თავისუფალი ჭიდაობა კი კარგად არ იცოდნენ. ახლა ჩვენ ერთ–ერთი პირველები ვართ სპორტის ამ სახეობაში. გორელები უცვლელი წევრები არიან ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის და ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე“.

დამსახურებული მწვრთნელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხინჩეგაშვილმა Facebook–გვერდზე დაწერა:

 „შენ გული გაგვიტეხე, შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნები! მშვიდად განისვენე, ლეგენდა! მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენს გვერდით და ყოველთვის იქნებით“.

0