გიორგი გახარია

პრემიერი: 2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი!

79
(განახლებულია 16:03 01.01.2021)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის მოსახლეობას ახალი 2021 წელი მიულოცა და ჯანმრთელობას და კეთილდღეობა უსურვა
პრემიერი: 2021 წელი იქნება უკეთესი მომავლის, ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი!
„გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენ აღმოვჩნდით ომში უხილავ მტერთან, რომელმაც გვაიძულა უარი გვეთქვა ჩვეული ცხოვრების რიტმზე, დაგვაკარგინა ძვირფასი ადამიანები. დიდ განსაცდელთან ერთად, ამავე დროს, 2020 წელი დიდი გადაფასებების წელიც იყო, როდესაც თითოეული ჩვენგანი დაფიქრდა ყველაზე მთავარ ღირებულებაზე – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. რაც ყველაზე მთავარია, 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები – ექიმები, ექთნები თუ სანიტრები, გმირები არიან ის პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები, თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა,

 

79
ბიძინა კულუმბეგოვი

კულუმბეგოვი ახალ სინდორმზე: მას შეიძლება მოჰყვეს წნევის დავარდნა, ასევე შოკის განვითარება

718
(განახლებულია 18:53 25.01.2021)
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს მულტისისტემურ ანთებით სინდორმზე, რომელიც ბოლო პერიოდში იმ ბავშვებში გამოვლინდა, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები.
კულუმბეგოვი ახალ სინდორმზე: მას შეიძლება მოჰყვეს წნევის დავარდნა, ასევე შოკის განვითარება
„ეს არის ანთებითი მარკერების მკვეთრი მომატება. ეს არის ორგანოთა ანთებით პროცესებში ჩართვა (მინიმუმ ორი სხვადასხვა ორგანოთა სისტემის). მაგალითად, კანზე გამონაყარი, დიარეა, გულისრევა, გულის პათოლოგია და ა.შ. მისი ფორმა მკურნალობასა და ყურადღებას საჭიროებს იმ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე ნიშნით არის წარმოდგენილი და კავასაკის დაავადების მსგავსი მიმდინარეობა აქვს“, - ამბობს კულუმბეგოვი.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი  სინდრომი სწორედ კორონავირუსმა გამოიწვია. თუ ბავშვს უვლინდება მაღალი სიცხე, გამონაყარი, თვალების და ენის სიწითლე, დიარეა და შეშუპება, მედიკოსები ყველას ურჩევენ, ავადმყოფი დაუყოვნებლივ აჩვენონ ექიმს. საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში ის კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. კორონავირუსისგან განსხვავებით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი თითქმის ყველა შემთხვევაში საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

718
გიორგი ფხაკაძე

ფხაკაძე: 2023 წლამდე  ჩვენ  ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს

34
(განახლებულია 15:52 25.01.2021)
გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე საუბრობს და ამბობს, რომ პანდემია კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ფხაკაძე: 2023 წლამდე ჩვენ ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს
„ეს ვირუსი კიდევ დიდხანს იქნება.  ვაქცინაციის პროგრამა 2023 წლამდეა გაწერილი. ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ღია, გამჭირვალე საუბარი მოქალაქეებთან.  არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ერთ თვეში, ან ორ თვეში ყველაფერი კარგად იქნება და გაიხსნება ქვეყანა.  არაფერი არ გაიხსნება. რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ჩვენ ვიცით, რომ 2023 წლამდე მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება“, -ამბობს ფხაკაძე.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი სიმართლისთვის თვალებში შეხედვაა და ეს სიმართლე სამედიცინო პირბადეა ( მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო, აკრძალული უნდა იყოს სხვა სახის პირბადეების გაყიდვა),  ჰიგიენისა და  ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, სადაც შესაძლებელია.

 

34
ფიტნეს–ცენტრი

ფიტნეს–კლუბები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

0
(განახლებულია 08:53 26.01.2021)
სპორტულ–გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლები პანდემიის პერიოდში შემოსავლის წყაროს გარეშე, ფინანსური ვალდებულებების წინაშე პირისპირ დარჩნენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისის სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების ხელმძღვანელები მთავრობას თხოვნით მიმართავენ, რომ მან გადახედოს სპორტისა და დასვენების სექტორის ფინანსურ და საგადასახადო ვალდებულებებს.

კერძოდ, სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების დამფუძნებლები სექტორის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლებას, ასევე სესხებისა და სალიზინგო ვალდებულებების სუბსიდირებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ამ ეტაპისთვის, როდესაც ფაქტობრივად ერთი წელია, არ ფუნქციონირებენ, დრამატულად შემცირებულია შემოსავლები და დაგროვილია დავალიანებები, სამწუხაროდ, კომპანიებს არ გააჩნიათ რესურსი საიმისოდ, რომ შეძლონ სასესხო ვალდებულებებისა და გადასახადების გადახდა.

„ჩვენ მიერ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მიმდინარე კრიზისის პირობებში ჯერჯერობით არ მომხდარა ჩვენი ინდუსტრიისთვის ფინანსური და საგადასახადო შეღავათების დაკმაყოფილება“, – ნათქვამია ბიზნეს–სექტორის წარმომადგენელთა მიმართვაში.

სპორტულ–გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარჩნენ შემოსავლის წყაროს გარეშე და მხოლოდ თავიანთი ფინანსური ვალდებულებების პირისპირ – სექტორმა დამატებითი ხარჯები გაიღო, რათა შეესრულებინა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციები.

„რეგულაციების გათვალისწინებით შეზღუდული გვქონდა კლუბებში დასაშვები ადამიანების რაოდენობა, სოციალური დისტანციის შესანარჩუნებლად აღმართული გვქონდა დამცავი ბარიერები, გადალაგებული გვქონდა ინვენტარი, გამოტოვებით დალუქული გასახდელები, ჯგუფურ ვარჯიშებზე დასასწრებად ვმუშაობდით წინასწარ ჩაწერით და გაძლიერებული გვქონდა დასუფთავებისა და დეზინფექციის პროტოკოლები“, – აღნიშნულია მიმართვაში.

სპორტულ–გამაჯანსაღებელი კლუბების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის ყველა ეტაპზე ისინი მთავრობის მიერ განსაზღვრულ დადგენილებებს იცავდნენ.

„ჩვენ ვიცავთ დაწესებულ რეგულაციებს, მივყვებით დადგენილ წესებს, თუმცა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია სფეროს გადარჩენა და მისი სტაგნაციის თავიდან არიდება მხოლოდ საკუთარი ძალებით“, – აცხადებენ სექტორის წარმომადგენლები.

COVID-19-თან ბრძოლა და მოსახლეობის დახმარება: რაზე დახარჯავს მერია თანხებს>>

სპორტ–კლუბების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ არსებულ ვითარებაში ადამიანები ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა დაუბრუნდნენ, განიმტკიცონ იმუნიტეტი ფიზიკური აქტივობის საშუალებით.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები