ცაგარელი: ხარს შეგვიძლია დავუდოთ ცოტა ვაშლი და ცოტა მწვანილიც

ცაგარელი: ხარს შეგვიძლია დავუდოთ ცოტა ვაშლი და ცოტა მწვანილიც

971
(განახლებულია 13:50 01.01.2021)
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახლა წელს და გვირჩევს, მისთვის განსაკუთრებულად მოვემზადოთ.
ცაგარელი: ხარს შეგვიძლია დავუდოთ ცოტა ვაშლი და ცოტა მწვანილიც
„ხარი სტაბილურია, ის არის ორგანიზებული, დისციპლინებული, შეუპოვარი და მიზანსწრაფული ნიშანი. ხარს შეგვიძლია დავუდოთ ცოტა ვაშლი და ცოტა მწვანილიც. ვირთხას კი მივაწოდოთ ცოტა ყველი და თხილიც. ამით ჩვენ მათ მიმართ კეთილგანწყობას გამოვხატავთ," - აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. 

2021 თეთრი ხარის წელია. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თეთრი მეტალის ხარის წელი, წინსვლის და ცხოვრებისეული ცვლილებების პერიოდი იქნება. ასტროლოგიაში ხარი სამართლიანობის, ინტუიციის, შრომის და ნაყოფიერების სიმბოლოა.

971
რამაზ გიგაური

რამაზ გიგაური: განდიდების მანია არ მჭირს, მაგრამ კარგი ასტროლოგი ვარ და ვერ მოამტყეუბ

16
(განახლებულია 10:59 18.01.2021)
რამაზ გიგაური საუბრობს იმაზე, რომ ჰოროსკოპი ის მოცემულობაა, რაშიც ჩვენ გავჩნდით, ეს კოსომბიოლოგიური საათია.
რამაზ გიგაური: განდიდების მანია არ მჭირს, მაგრამ კარგი ასტროლოგი ვარ და ვერ მოამტყეუბ
„ჰოროსკოპით ჩვენ საკუთარ პოტენციალს ვიგებთ, იმას, თუ რა თვისებები გვაქვს, გამარჯვება სადაა, რა მიდრეკილებები გვაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია ჰოროსკოპით რაღაც გრანდიოზული განვახორციელოთ“- ამბობს რამაზ გიგაური.

მწერალი და ასტროლოგი რამაზ გიგაური ამბობს: „გამართლება პირობითია, მთავარია, აზრი, მაგრამ როგორც კი ჩვენ ვიწყებთ ამ აზრის ჩვენი სიტყვებით გადმოცემას, ეს აზრი ან არის, ან არ არა. რადგან  ერთი ადამიანი რასაც ამბობს, მეორეს ეს სხვანაირად ესმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“.

16
გიორგი გახარია

პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება

80
(განახლებულია 19:59 15.01.2021)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანაზე და მის ხარისხზე ისაუბრა.
პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. ვაქცინაციასთან მიმართებაში უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. კომისია კი მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი – კომისიამ უნდა მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსნებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად – დაიწყოს მოქალაქეთა ვაქცინაცია. მეორე – წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულია. მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ კოვაქს-პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და არსებობს გეგმა, რომელსაც ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ, შემდეგ კი მთავრობა დაამტკიცებს.

 

80
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 20 იანვარს

0
(განახლებულია 10:24 18.01.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს ზამთრის ცივი ამინდი ელოდებათ – დღისით ჰაერი 2 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 20 იანვარს ღრუბლიან და ცივ ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 08:23 საათზე ამოვა და 18:00 საათზე ჩავა.

დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე თბილისში 18:00 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში