კახა კალაძე

კალაძე: თბილისში 18 ათასამდე ტაქსის მძღოლს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდება

84
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ტაქსის მძღოლების სწრაფი ანტიგენით ტესტირებაზე
კალაძე: თბილისში 18 ათასამდე ტაქსის მძღოლს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდება
„რადგან ტაქსის მძღოლები რისკ ჯგუფებად განისაზღვრა და მათ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილთან უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ანტიგენით ტესტირებას. დაახლოებით 18 ათასი ტაქსის მძღოლი სმს-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლებათ ტესტების ჩატარება, რა თქმა უნდა, მათთვის ტესტირება უფასო იქნება, ყოველგვარი გადასახადების გარეშე“,-განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვეული იყვნენ ტაქსის მძღოლები და ის ადამიანები, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობენ.

84
ნინო ბუაძე

ნინო ბუაძე: როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის „მინდას“?

11
(განახლებულია 13:38 28.01.2021)
ნინო ბუაძე საუბრობს ბავშვის ჭირვეულ ქცევაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი იმ შემთხვევაში თუ ის ჯიუტდება.
ნინო ბუაძე: როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის „მინდას“?
„ბავშვის ყველა ქცევა, რაც ზრდასრულისთვის მიუღებელია, ქცევით დარღვევად ვერ შეფასდება, ამას ცალკე დეტალური განხილვა სჭირდება. მნიშვნელოვანი წინაპირობა თუ როგორ ყალიბდება ბავშვის ქცევა, დამოკიდებულია მშობელზე, იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ის ბავშვის ამა თუ იმ მოთხოვნაზე“- ამბობს ნინო ბუაძე.

ფსიქოლოგი ნინო ბუაძე აცხადებს: „ მნიშვნელოვანია, თუ როგორი მიდგომა აქვს მშობელს ბავშვისთვის დამახასიათებელ რთულ ქცევაზე, როგორი თანამიმდევრულია ის და ოჯახის თითოეული წევრი. თუ ერთი და იგივე ქცევაზე განსახვავებული დამოკიდებულებით პასუხობენ ბავშვს, რა თქმა უნდა ის სხვადასხვა ადამიანთან მიმართებაში კონკრეტულ ქცევას აყალიბებს.“

11
მიკროფონი

რას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი

24
(განახლებულია 20:44 27.01.2021)
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რა შეიცვლება უფრაქციო დეპუტატებისთვის პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
რას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი
„პარლამენტის არჩევნების შემდეგ მივიღეთ შემდეგი სურათი, როდესაც ავტომატურ რეჟიმში, როგორც რეგლამენტი ითვალისწინებდა, მხოლოდ ორ პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა ფრაქციის ჩამოყალიბების საშუალება, დანარჩენი შვიდი პოლიტიკური სუბიექტი ვერ აყალიბებდა ფრაქციას, თუ მათ შორის არ მოხდებოდა შეთანხმება. ამიტომ იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის, ვინც დღეს არის შემოსული პარლამენტში, ჰქონდეს პარლამენტის ცხოვრებაში უფრო ფართო ჩართვის საშუალება, ვაკეთებთ ამ შესწორებას", – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

24
პუტინი დავოსის ონლაინ-ფორუმზე

დავოსის ფორუმი შედგა: პასუხი გაეცა კითხვას „რა ვაკეთოთ?“

0
(განახლებულია 15:40 28.01.2021)
დიაგნოზის დასმა რთული საქმეა, მაგრამ არც წამლის შერჩევაა მარტივი. განსაკუთრებით, თუ მთელ მსოფლიოზეა საუბარი, განსაკუთრებით, თუ ყველასთვის ნათელია, რომ მსოფლიო უბრალოდ კი არ ჩაეფლო კრიზისში, არამედ ტანჯვით გადააქვს გლობალური ეპოქის ცვლა.

დმიტრი კოსირევი

დავოსის ვირტუალურ ფორუმს, რომელიც ამ კვირაში გაიმართა, თითქოს სწორედ  ასეთი მიზანი ჰქონდა: შეეკრიბა საუკეთესოები და უძლიერესები, რათა მთელი მსოფლიოსთვის შესანიშნავი მომავლის საერთო გზა მოეძებნათ. და იქ გამომსვლელთაგან ყველაზე საინტერესო ისინი უნდა იყვნენ, ვინც თქვა: ასეთი გზა არსებობს, ხვალ გუშინდელზე უკეთესი უნდა იყოს და მსოფლიოს ამის გაკეთება შეუძლია.

 ბოლო დროს ხშირად ვისმენთ, რომ „მსოფლიო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც იყო“, რომ იქნება სრული საშინელება. დავოსის ორგანიზატორმა კლაუს შვაბმაც... თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა კი ოპტიმისტებზე ვილაპარაკოთ.

ვლადიმირ პუტინმა, ისევე როგორც ყველა სხვამ, სიტყვით გამოსვლისას დიაგნოზი დასვა. უამისოდ ვერ იქნებოდა. საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ გაიჟღერა ციფრებმა და ფაქტებმა. მაგალითად:

„ბოლო 30 წლის განმავლობაში მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქეთა ნახევარზე მეტის შემოსავლები სტაგნაციაში იყო, არ იზრდებოდა. ხოლო განათლების, ჯანდაცვის მომსახურების ღირებულება გაიზარდა. იცით, რამდენით? სამჯერ“.

ან ასეთი ფაქტები... თუმცა კიდევ ჩინეთზეც ვთქვათ: „თუ ერთ კაცზე დღე–ღამეში შემოსავლის დონედ 5,5 დოლარს ავიღებთ, მაშინ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩინეთში უფრო დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების რაოდენობა 1,1 მილიარდიდან (1999 წლის მაჩვენებელი) დაახლოებით 300 მილიონამდე შემცირდა ბოლო წლებში“. იგივე სტატისტიკა რუსეთთან მიმართებაში აჩვენებს, რომ დღე–ღამეში 5,5 დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონეთა რაოდენობა 64 მილიონიდან 5 მილიონამდე შემცირდა.

პუტინის თქმით, დღეს კრიზისის საერთო დიაგნოზი ასეთია: წინანდელი მოდელი, რომელიც 30–40 წლის განმავლობაში მუშაობდა, აღდგენას არ ექვემდებარება, პანდემიურმა კრიზისმა მისი კატასტროფა დააჩქარა.

„აბსოლუტურად გასაგებია, რომ მსოფლიო ვერ წავა ეკონომიკის შენების იმ გზით, რომელიც მილიონ, ან თუნდაც „ოქროს მილიარდ“ ადამიანზე მუშაობს. ეს უბრალოდ დესტრუქციული პოზიციაა. ასეთი მოდელი არამდგრადია“.

მაგრამ „დასასრულის დადგომაზე“ დავოსშიც და დავოსამდეც ისმოდა ამა თუ იმ ფორმულირებით. ხოლო თუ მკურნალობის მეთოდებზე ვილაპარაკებთ, მოსკოვი ოთხ მარტივ და გასაგებ მიზანს ასახელებს თითოეული ხალხისა თუ ნებისმიერი საზოგადოების არსებობისთვის მომავალ ეპოქაში.   

ისინი მოკლედ ასე გამოიყურება:

  1. ადამიანს უნდა ჰქონდეს კომფორტული გარემო სიცოცხლისთვის. ეს არის საცხოვრებელი და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა: სატრანსპორტო, ენერგეტიკული, კომუნალური. და, რაღა თქმა უნდა, ეკოლოგიური კეთილდღეობა;
  2. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამუშაო ექნება, რომელიც მას მდგრადად მზარდ შემოსავალს და შესაბამისად, ღირსეულ ცხოვრებას მისცემს; 
  3. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ხარისხიან და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას  მიიღებს, როცა ეს დასჭირდება, რომ ჯანდაცვის სისტემა ნებისმიერ შემთხვევაში მისცემს მას თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მიღების გარანტიას;
  4. ოჯახის შემოსავლებისგან დამოუკიდებლად, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული განათლების მიღებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა. მხოლოდ ასე შეიძლება თანამედროვე ეკონომიკის უფრო ეფექტურად განვითარების გარანტირება. ეკონომიკისა, როდესაც ადამიანი არის არა საშუალება, არამედ მიზანი.

ამ ოთხ პუნქტს მეხუთეც ერთვის: არ იჩხუბოთ, თორემ მსოფლიო შეიძლება „ყველა ყველას წინააღმდეგ“ უმართავ ომში ჩაეფლოს. თანაც  ჩხუბი დაგვიანებულიცაა — იმიტომ რომ, როგორც  რუსეთის პრეზიდენტმა თქვა:

„ეპოქა, რომელიც ცენტრალიზებული, ერთპოლარული სამყაროს აგებას ემსახურებოდა, დასრულდა. თუმცა არც დაწყებულა. მხოლოდ მცდელობა იყო. მაგრამ ესეც დამთავრდა. მსგავსი მონოპოლია თავისი ბუნებით ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ცივილიზაციის კულტურულ, ისტორიულ მრავალსახეობას. ახლა უკვე ახალი ეპოქა უნდა აიგოს — ისე, რომ განვითარების სხვადასხვა ცენტრები, თავიანთი თვითმყოფადი მოდელებით, პოლიტიკური სისტემებით, საზოგადოებრივი ინსტიტუტებით მშვიდობიან კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს“.

დავოსის ფორუმს ბევრი თავისებურება და წყალქვეშა დინება ჰქონდა. მაგალითად, ვის მიმართავდა პუტინი? ან ვის მიმაღთა წინა დღით ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, რომელიც არსებითად იგივეს ამბოდა? „ოქროს მილიარდსა“ და გიგანტურ კორპორაციებ, რომლებსაც დავოსი საკუთარ არენად მიაჩნიათ კაცობრიობის შემდგომი კურსის მოსანიშნად?  თუ მსოფლიოს თითქმის ორასამდე ქვეყანას, რომელთა დიდი ნაწილი უმწეო მწუხარებით შეჰყურებს მოულოდნელ ტალღას, რომელიც ყველაფრის გადარეცხვით იმუქრება?

კორპორაციების და „ოქროს მილიარდის“ თაობაზე ზემოთ ნახსენებ კლაუს შვაბთან დაკავშირებული ისტორია არსებობს. საუბარია მის სენსაციურ წიგნზე „COVID-19: დიდი გადატვირთვა“, რომელიც ამჟამინდელი დავოსის ფორუმისთვის პროვოკაციად იქცა — და არა მარტო მისთვის. შვაბი წიგნში შემაშინებელი გულახდილობით ამბობს დაახლოებით ამას: პანდემია შესანიშნავი საბაბია პლანეტის, ყველა სახელმწიფოსა და საზოგადოების დასათრგუნად, მორალურად გასანადგურებლად და შესაშინებლად. და სანამ ისინი კარანტინებში, ლოკდაუნებსა და პირბადეებში ისხდებიან ჩვენი მანტრის ქვეშ „მსოფლიო აღარსდროს იქნება წინანდებური“, ჩვენ, „ოქროს მილიარდის“ ინტელექტუალური ლიდერები, ვალდებული ვართ, გადავტვირთოთ მსოფლიო ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ.

ასე რომ, მსოფლიო ვერ და არ უნდა გახდეს წინანდებური, ის უკეთესი უნდა გახდეს,  და თურმე  არსებობენ ქვეყნები და ადამიანები, რომლებიც ასეთი მსოფლიოსკენ მოძრაობის არასწორ კურსს ადგენენ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0
თემები:
რუსეთი დღეს