„პირველ რიგში, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად ვაქცინა უნდა იყოს უფასო. არავითარ შემთხვევაში ინტერნეტში არ იყიდოთ არც წამლები და არც ვაქცინები, ეს ყველაფერი არის ფეიკი. ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე. მთელი მსოფლიო, მათ შორის მეც, დაიღალა პირბადით სიარულით. ჩვენ ან ვაგრძელებთ პირბადეებით ცხოვრებას კიდევ ხუთი წელი, ან არის მეორე საშუალება – ეს არის ვაქცინაცია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.ფხაკაძე: ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აუცილებლად უფასო
მისი თქმით, ვაქცინაცია იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70-80% იქნება ვაქცინირებული.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. ვაქცინაციასთან მიმართებაში უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. კომისია კი მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი – კომისიამ უნდა მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსნებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი. ასევე მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად – დაიწყოს მოქალაქეთა ვაქცინაცია. მეორე – წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულია. მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა, არა მხოლოდ კოვაქს-პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც“, – განაცხადა პრემიერმა.პრემიერი: ვაქცინასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ვრცელდება
გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და არსებობს გეგმა, რომელსაც ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ, შემდეგ კი მთავრობა დაამტკიცებს.
„ჩვენ ახალ წლამდე მოვახდინეთ პროდუქტებით დახმარება, თუმცა არ ვჩერდებით და ეს პროექტი ახალი წლების მერეც გაგრძელდება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელებს, ვინც ჩართულია ამ პროექტში. უკვე გამზადებული და დაფასოებულია პროდუქტები, რომლებიც ოჯახებს დღეიდან დაურიგდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.კალაძე: ახალ წლამდე პროდუქტებით ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ასე გაგრძელდება მომავალშიც
თბილისის მერის განცხადებით, პანდემიის პირველი ტალღის დროს მერია ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 1,2 მლნ ლარი.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 1 აპრილის 06:00 საათამდე გააგრძელეს, იუწყება Sputnik-აზერბიჯანი.
25 იანვრიდან უქმდება ისეთი კომერციული ობიექტების საქმიანობის შეზღუდვა, როგორიცაა სავაჭრო ობიექტები. გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები და საზკვების ობიექტებისთვის ადგილზე მომსახურება. გარდა ამისა, აღნიშნული თარიღიდან განაახლებენ მუშაობას სილამაზის სალონები, მათ შორის ბინაზე მომსახურებით, მუზეუმები, საგამოფენო სალონები და საქალაქთაშორისო გადაზიდვები.
1 თებერვლის 00:00 საათიდან ქვეყნის ტერიტორიაზე საზკვების ობიექტები, ასევე რესტორნები, კაფეები, ჩაიხანები და სხვა ობიექტები კლიენტებს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან.
ამასთან ნებადართული საქმიანობების ყველა სფეროში უნდა სრულდებოდეს მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული ყველა მოთხოვნა.
ძალაში რჩება გადაწყვეტილება ბაქოს მეტროპოლიტენის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უქმეებზე მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება - კარანტინის რეჟიმის დასრულებამდე.
2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათიდან ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, მინგეჩაურში, შირვანში, აფშერონის რეგიონში, აგრეთვე ლენქორანში, მასალის, ჯალილაბადის, შაქის, ზაქათალას, გუბას, ხაჩმაზის, ევლახის, ბარდის, ბილასუვარისა და ისმაილის რაიონებში საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზნით პორტალ icaze.e-gov.az-დან სმს-შეტყობინებისა და ნებართვის მიღების სისტემა უქმდება.
ამასთან აზერბაიჯანის ხუთ ქალაქსა და 12 რაიონში შესვლა-გამოსვლა კვლავ არ არის დაშვებული.
ასევე სავალდებულო რჩება პირბადეების ტარება.