„ლიდერებს რომ დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდათ, ეს ჩვენთვის ცნობილია. არ ვიცი პარტიიდან წასვლის შემდეგ რას გააკეთებს ელენე ხოშტარია, არც ის ვიცი, გახდა თუ არა რაიმე კონკრეტული მიზეზი მოტივატორი, რომელმაც მისი ეს გადაწყვეტილება დააჩქარა, თუმცა ვიცი, რომ ელენე ხოშტარია ჩვენს პარტიაში ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.შეუერთდება თუ არა ელენე ხოშტარია ალეკო ელისაშვილის პარტიას
„ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიას წასვლის შესახებ ინფორმაცია დღეს ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა. თვითონ პოლიტიკოსს ოფიციალური განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია.
მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბა, მაგრამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით. ოპოზიციამ უარი განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, რადგან მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. რამდენიმე დღის წინ ელენე ხოშტარიამ უკან დააბრუნა ხელფასი, რომელიც, მიუხედავად ბოიკოტისა, მას მაინც ჩაურიცხეს – როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს.
„როცა იცი, რომ ემოციური კვება ორივესთვის საჭიროა, მაშინ ეს საკვები უნდა მისცე. დავუშვათ ოთხი წელია ერთად ვართ, ახლა მე რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო, რომ ის ემოცია კი არ იყოს მარტო, მას მეორე ახალი ემოციაც დავუმატო“, – ამბობს ზურაბ მხეიძე.ზურაბ მხეიძე: ეს ურთიერთობები თუ კარგად ვიცით, მაშინ თანაცხოვრება გამოგვივა
ფსიქოლოგის აზრით: „შესაძლებელია იმ ემოციის განახლება იმით, რომ რაღაც ოცნება აუსრულო, მაგალითად, უნდოდა ინდიელების კოსტიუმი და შენ მას სიურპრიზი გაუკეთე და ეს ოცნება აუსრულე“.
„ჰოროსკოპით ჩვენ საკუთარ პოტენციალს ვიგებთ, იმას, თუ რა თვისებები გვაქვს, გამარჯვება სადაა, რა მიდრეკილებები გვაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია ჰოროსკოპით რაღაც გრანდიოზული განვახორციელოთ“, – ამბობს რამაზ გიგაური.რამაზ გიგაური: განდიდების მანია არ მჭირს, მაგრამ კარგი ასტროლოგი ვარ და ვერ მოამტყეუბ
მწერალი და ასტროლოგი რამაზ გიგაური ამბობს: „გამართლება პირობითია, მთავარია აზრი, მაგრამ როგორც კი ჩვენ ვიწყებთ ამ აზრის ჩვენი სიტყვებით გადმოცემას, ეს აზრი ან არის, ან არა. რადგან ერთი ადამიანი რასაც ამბობს, მეორეს ეს სხვანაირად ესმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ჯანჯაფილი (იმბირი, კოჭა) ცნობილია მრავალრიცხოვანი სასარგებლო თვისებებით, თუმცა ზოგმა ადამიანმა ის არ უნდა გამოიყენოს, განუცხადა რადიო Sputnik-ს თერაპევტმა და დიეტოლოგმა მარია ჩერნიაევამ.
მისი თქმით, ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლო მცენარეა, ის შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო მიკროელემენტებს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს და ხელს უწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას.
„ჯანჯაფილი შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით მიიღოთ. ის საკმაოდ უნივერსალური პროდუქტია. მაგალითად, მშრალი სახით ჯანჯაფილი თვისებებს ხანგრძლივად ინარჩუნებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანჯაფილის ნედლი ფესვი, ჩამოხეხოთ, აურიოთ თაფლში, დაამატოთ ჩაიში, მოამზადოთ სხვადასხვა სასმელი, ნაყენი“, — აღნიშნავს დიეტოლოგი.
გარდა ამისა, აზიის ქვეყნებში ჯანჯაფილს უმატებენ წვნიანებსა და სანელებლებს და ასევე მიირთმევენ მარინადის სახითაც, რაც ასევე ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან აქვს ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული ეფექტი.
ექიმის თქმით, მიუხედავად უამრავი სიკეთისა და გადაჭარბების დოზის არარსებობისა, მაინც არ ღირს იმბირის კილოგრამობით მოხმარება. უკეთესია, თუ მას რაიმეზე დანამატის სახით მიიღებთ დღეში 80–100 გრამის ოდენობით.
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი>>
ამასთან, სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ჯანჯაფილი უკუჩვენებებს იწვევს.
„ჯანჯაფილს შეუძლია გააძლიეროს სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მოქმედება, ვინაიდან მას თავად აქვს სისხლის გამათხელებელი ეფექტი. გარდა ამისა, კოჭამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, რადგან ნაღველდენა იზრდება. კუჭის ლორწოვანი გარსის ზოგი ანთებითი ცვლილების გამწვავების დროსაც უკეთესია, ეს პროდუქტი ბოროტად არ გამოიყენოთ“, — განმარტა ჩერნიაევამ.
.