„იცით, რომ მოხდა რეგულაციების შემსუბუქება არასასურსათო ვაჭრობის სექტორისთვის და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს მოლებმა, მაღაზიებმა. ძალიან გვიხარია, რომ დღეს, როდესაც ვაჯამებთ გუშინდელი დღის სტატისტიკას, სერიოზული და მასობრივი დარღვევების გარეშე ჩაიარა ამ დღემ და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სავაჭრო ინდუსტრიას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.თურნავა: მოლებმა და მაღაზიებმა საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს
მინისტრის ინფორმაციით, მაკონტროლებელი სტრუქტურები მოლებში კვლავ აგრელებენ მკაცრ კონტროლს. ამასთან, თურნავამ მოუწოდა როგორც მოქალაქეებს, ისე მაღაზიებს, დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა.
„კოვიდინფიცირებული პაციენტების თითქმის 70% ზე მეტს, ერთი სიმპტომი მაინც რჩება განკურნების შემდეგ, მაგრამ აქ ლაპარაკია მძიმე პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობდნენ საავადმყოფოში. ისინი განიკურნენ, გაეწერნენ და ისევ დაბრუნდნენ საავადმყოფოში. საუბარია მძიმე ფონური დაავადების მქონე ადამიანებზე, რომლებსაც გაუმწვავდათ თავიანთი დაავადება. ძირითადი გართულება იყო ფილტვის მოგვიანებითი დაავადებები, იყო ასევე თირკმელი, დიაბეტი და ასე შემდეგ. ამიტომ განსაკუთრებულად საყურადღებოა ქვეყანაში მოხდეს ამ ტიპის განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის აღრიცხვა, რათა ჯანდაცვის სექტორმა იცოდეს ადამიანების რამდენი პროცენტი შეიძლება მობრუნდეს სამკურნალოდ“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.კულუმბეგოვი: აუცილებელია გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის აღრიცხვა
კულუმბეგოვის რეკომენდაციით კოვიდგადატანილმა პირებმა რომელთა ჯანმრთელობის მდგომაორებაც მძიმე იყო აუცილებლად სრული სამედიცინო გამოკლვევა უნდა ჩაიტარონ.
„ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფებს „თბილისის ტაქსის“ მძღოლები მიეკუთვნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. როგორც თავად ტაქსის მძროლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. გვქონდა სამწუხარო ფაქტები, როდესაც დაინფიცირებული ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობას. მე მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ინფიცირების შესახებ, რადგან იყვნენ უსიმპტომოები, თუმცა ის კონკრეტული ადამიანები ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობენ სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.კალაძე: თბილისის ტაქსის მძღოლები სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ორ კვირაში ერთხელ „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება განხორციელდება.
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს, იუწყება შსს–ს პრესსამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
რუსეთის ფედერაციამ მამაკაცზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.
დაკავებული რიგ დანაშაულებშია ბრალდებული – დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა, ადამიანების გატაცება, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზება, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედება და ასევე საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანება.
დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.