„ჩემი, როგორც რიგითი ექიმის თხოვნაა – გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავიაზროთ რა ეპოქაში ვცოვრობთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ამ ახალმა პანდემიამ შეცვალა კაცობრიობის ცხოვრება. მე პირადად ჩემი მე დამიკარგა, რადგან ასე ხდება, როცა უთანასწორო ომში მონაწილეობ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.რატიანი: ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ გადავრჩეთ
კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, მკაცრი იზოლაციის პირობებში, წესების სრული დაცვით ნებისმიერი სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს. ამიტომ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ.
„კოვიდინფიცირებული პაციენტების თითქმის 70% ზე მეტს, ერთი სიმპტომი მაინც რჩება განკურნების შემდეგ, მაგრამ აქ ლაპარაკია მძიმე პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობდნენ საავადმყოფოში. ისინი განიკურნენ, გაეწერნენ და ისევ დაბრუნდნენ საავადმყოფოში. საუბარია მძიმე ფონური დაავადების მქონე ადამიანებზე, რომლებსაც გაუმწვავდათ თავიანთი დაავადება. ძირითადი გართულება იყო ფილტვის მოგვიანებითი დაავადებები, იყო ასევე თირკმელი, დიაბეტი და ასე შემდეგ. ამიტომ განსაკუთრებულად საყურადღებოა ქვეყანაში მოხდეს ამ ტიპის განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის აღრიცხვა, რათა ჯანდაცვის სექტორმა იცოდეს ადამიანების რამდენი პროცენტი შეიძლება მობრუნდეს სამკურნალოდ“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.კულუმბეგოვი: აუცილებელია გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის აღრიცხვა
კულუმბეგოვის რეკომენდაციით კოვიდგადატანილმა პირებმა რომელთა ჯანმრთელობის მდგომაორებაც მძიმე იყო აუცილებლად სრული სამედიცინო გამოკლვევა უნდა ჩაიტარონ.
„ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი PCR ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფებს „თბილისის ტაქსის“ მძღოლები მიეკუთვნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. როგორც თავად ტაქსის მძროლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ. გვქონდა სამწუხარო ფაქტები, როდესაც დაინფიცირებული ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობას. მე მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ინფიცირების შესახებ, რადგან იყვნენ უსიმპტომოები, თუმცა ის კონკრეტული ადამიანები ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობენ სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.კალაძე: თბილისის ტაქსის მძღოლები სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ორ კვირაში ერთხელ „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება განხორციელდება.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. შეერთებული შტატები ასი დღით შეაჩერებს დეპორტაციას, რათა ქვეყნის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს მუშაობა უფრო ეფექტური გახადოს, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
„შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო 2021 წლის 22 იანვრიდან ასი დღით შეაჩერებს არამოქალაქე პირების დეპორტაციას, რათა მიგრაციული კანონმდებლობის სამართლიანი და ეფექტური აღსრულება უზრუნველვყოთ, რაშიც უპირველესი ყურადღება ეთმობა ეროვნულ უსაფრთხოებას, საზღვრებისა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ ეს ზომა სამინისტროს საშუალებას მისცემს, რესურსები ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებისკენ მიმართოს, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უსერიოზულესი კრიზისის აღმოფხვრის ოპერატიული ამოცანების გადაჭრისკენ.
მანამდე სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ წყვეტს ახალი მიგრანტების მიღებას პროგრამაში, რომელიც მათ უფლებას აძლევდა, დალოდებოდნენ აშშ–ში შესვლის ნებართვას მექსიკის ტერიტორიაზე.