რამაზ გიგაური

რამაზ გიგაური: მნიშვნელოვანია არა ის, თუ საიდან მოვდივართ, არამედ სად მივდივართ

83
(განახლებულია 20:14 24.12.2020)
რამაზ გიგაური საუბრობს ბედსა და ბედისწერაზე, მათ შორის განსხვავებაზე. იმაზე, შეუძლია თუ არა ადამიანს საკუთარი ბედის შეცვლა.
რამაზ გიგაური: მნიშვნელოვანია არა ის, თუ საიდან მოვდივართ, არამედ სად მივდივართ
„ერთხელ საი ბაბას ჰკითხეს ღმერთი თუ არსებობსო? მან უპასუხა: რახან სიტყვა ღმერთი არსებობს, ე.ი. არსებობსო“. ბედისწერ ა- საინტერესო სიტყვაა და თუ ჩავუღრმავდებით, მასში ერთია - ბედი და მასთან არის სიტყვა წერა, ანუ რაღაცის დაწერა. მე მიმაჩნია, რომ ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის. რეალურად ეს ჩვენი არჩევანია და სადაც ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ იქ ჩვენს ბედსაც თავად ვქმნით“, - ამბობს რამაზ გიგაური.

მწერლისა და ასტროლოგის, რამაზ გიგაურის აზრით ბედისწერა არის ის, რასაც ვერ ვირჩევთ. „ჩვენ ვინმემ შეგვითანხმა რომელ ქვეყანაში უნდა დავბადებულიყავით? ან როგორი მშობლები გვყოლოდა? ანუ ჩვენ როცა „აზრზე მოვდივართ“, უკვე ვცხოვრობთ, რაღაც სახელი და გვარი გვქვია და კონკრეტულად რომელიღაც ქვეყანაში გვიწევს განვითარება“, - ამბობს გიგაური.

83
დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს

22
(განახლებულია 14:35 27.01.2021)
პარლამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლის შესაბამისად  სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე, განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ
ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს
„კანონში შესატან ცვლილებები გულისხმობს ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარი ზიანის პასუხისმგებლობის განაწილებას სახელმწიფოს მხრიდან, თუ არ არის ზიანი გამოწვეული კლინიკის, მედ პერსონალის, მწარმოებლის ან იმპორტიორის შეცდომით. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს აქვს შესაძლო გვერდითი მოვლენები, ისე რომ ეს არ არის ახალი. მაგრამ რადგან კალენდარულ აცრებში არ მოიაზრება კოვიდვაქცინა, ამიტომ, დროებითი ნორმა რომ იყოს საკანონმდებლო დონეზე, ეს არის აუცილებელი. ეს მოთხოვნა აქვს მწარმოებლებსაც, ეს მოთხოვნა აქვს "კოვაქს" პლატფორმასაც", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას თებერვლის მეორე ნახევარში ან მარტის დასაწყისში ელოდება. 

22
გიორგი გახარია

გახარია: კარგად გვესმის, რას ნიშნავს მოსწავლეებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა

147
(განახლებულია 21:02 26.01.2021)
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ ისაუბრა.
გახარია: კარგად გვესმის, რას ნიშნავს მოსწავლეებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა
„როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო. კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის სწრაფად აღდგენა ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.

147
სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტით

„საკითხი დახურულია“: პოლიტოლოგი СНВ-3-ის შესახებ აშშ-რუსეთის გადაწყვეტილებას აფასებს

0
(განახლებულია 14:37 27.01.2021)
სამშაბათს აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ორი ქვეყნის ლიდერი СНВ-3-ის გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმების (СНВ-3) გახანგრძლივებას მიაღწიეს მოსკოვის პირობებით, რაზეც სამხედრო პოლიტილოგმა რადიო Sputnik–ის ეთერში კომენტარი გააკეთა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაეთანხმა შეთანხმება СНВ-3–ის გახანგრძლივებას „ხუთი წლით წინასწარი პირობებისა და ყოველგვარი დამატებების გარეშე“.

სამშაბათს აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტებს — ჯოზეფ ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორივე ლიდერი კმაყოფილი დარჩა ნოტების გაცვლით СНВ-III–ის გახანგრძლივების შესახებ.
თეთრი სახლის მონაცემებით, ბაიდენმა და პუტინმა ადმინისტრაციების თანამშრომლებს სწრაფი მუშაობის განკარგულება მისცეს, რათა შეთანხმების გაგრძელება 5 თებერვლამდე მოესწროს, რა დროსაც შეთანხმების მოქმედების ვადა იწურება.

რუსეთის დუმის მონაცემებით, პრეზიდენტმა პუტინმა უკვე წარადგინა დოკუმენტი რატიფიკაციისთვის, რომელიც СНВ-3–ის გახანგრძლივებას 2026 წლის 5 თებერვლამდე ითვალისწინებს. სახელმწიფო სათათბირო კანონპროექტს დღეს განიხილავს პლენარულ სხდომაზე.

როგორც სამხედრო პოლიტოლოგი ანდრეი კოშკინი აღნიშნავს, ორი ქვეყნის ლიდერის ესოდენ სწრაფ გადაწყვეტილებას აშკარა სარგებლის მოტანა შეუძლია.

„გუშინ საუბარი შედგა აშშ–ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. ამ საუბრის შედეგია გადაწყვეტილება, უპირველეს რიგში, შეერთებული შტატების მხრიდან, დაეთანხმოს СНВ-3–ის გახანგრძლივების ყველა იმ პირობას, რომლებსაც მანამდე რუსეთი სთავაზობდა. ანუ, შეთანხმების გახანგრძლივებას ყოველგვარი პირობის გარეშე. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასეთი გახანგრძლივება შედგა, ვინაიდან ორივე მხარემ უკვე ჩაუშვა შეთანხმების რატიფიკაციის მექანიზმი. როგორც იტყვიან, საკითხი დახურულია. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება მოიტანს სარგებელს, პირველ რიგში, მსოფლიოში სტაბილიზაციისთვის. რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს, არა სტაბილიზაციის მექანიზმების დაშლა, როგორც ეს აშშ–ის 45–ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს იყო, არამედ ახლების შექმნა, რომლებიც გამალებული შეიარაღების მოთოკვას უზრუნველყოფდა“, — განაცხადა კოშკინმა.

შეთანხმება СНВ-3, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ხოლო ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

2018 წლის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-3-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის 5 თებერვალს გასდის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2020 წლის 16 ოქტომბერს წამოაყენა შეთანხმების ყოველგვარი პირობის გარეშე ერთი წლის ვადით გახანგრძლივების წინადადება., თუმცა ვაშინგტონი არ დაეთანხმა მას. აშშ სხვადასხვა პირობებით მოითხოვდა მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად, თუმცა ჩინეთმა იდეა უარყო.

0
თემები:
რუსეთი დღეს