თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო

79
(განახლებულია 18:26 22.12.2020)
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ისაუბრა.
თენგიზ ცერცვაძე: იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო
„ადამიანებს არ უნდათ დაკარგონ შობა–ახალი წლის სიხარული, განსაკუთრებით ბავშვებს. პანდემიის შესაჩერებლად ცალსახად ჯობს, რომ „ლოკდაუნი“ გაგრძელდეს და გამკაცრდეს. იდეალური იქნებოდა, შეზღუდვები რომ არ მოხსნილიყო. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მე შევარბილებდი შეზღუდვებსა და აკრძალვებს, მაგრამ პარალელურად გავამკაცრებდი კონტროლს იმ შეზღუდვებზე, რომელიც დარჩება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ საშობაოდ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.

79
ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა: ცხოვრებაში არის რვა მოლოდინი, რომელიც  ადამიანის ცხოვრებას ანგრევს

48
ალექსანდრე ჯეჯელავა განიხილავს იმ ცრუ მოლოდინებს, რაც ადამიანს აქვს ხოლმე ცხოვრებაში და არ ამართლებს.
ალექსანდრე ჯეჯელავა: ცხოვრებაში არის რვა მოლოდინი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ანგრევს

„არის რვა მოლოდინი, რომელიც დაგანგრევთ. რაც უფრო მაღალია მოლოდინი, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს სხვაობა მოლოდინსა და რეალობას შორის. პირველი მოლოდინი არის ის, რომ ცხოვრება უნდა იყოს სამართლიანი და ყველამ უნდა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს, თუმცა ასე არ ხდება ხოლმე. ამიტომ რაც უფრო მალე დავეშვებით ციდან ჩვენთვისვე უკეთესია. დამსახურება ყოველთვის არ შეეფერება შედეგს. მას რასაც მივიღებთ, ხან სამართლიანად შედეგად ჩავთვლით, ხან- უსამართლოდ“, - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

პედაგოგ ალექსანდრე ჯეჯელავას აზრით: „მეორე მოლოდინი ძალიან პოპულარულია საქართველოში და ჟღერს ასეა: მე შესაძლებლობები თავზე დამეცემა ციდან, ანუ თუ აღმოვჩნდები სწორ ადგილას და სწორ დროს, რაღაცეები მოხდება. დაწინაურება იქნება ეს, თუ ბიზნეს შესაძლებლობა ან ლატარიაში მოგება - ყველაფერი თავზე დამეცემა. საქმე კი ისაა, რომ რეალობა ამას სრულებით არ შეესაბამება“.

48
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს

70
(განახლებულია 21:30 22.01.2021)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნებზე და შეზღუდვების მოხსნის ეტაპებზე საუბრობს.
გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს
„ქვეყანაში არის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს... ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს შეზღუდვების ყველა გახსნასთან მიმართებაში, ამიტომ როდესაც რაღაცის შემსუბუქება მოხდება, აუცილებელია ორკვირიანი დაკვირვება – ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიჰყვება. ამის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი შემსუბუქებისა და ა.შ.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო შეთანხმდა, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების საფუძველი ეპიდსიტუაციის მუდმივი მონიტორინგი უნდა იყოს.

70
სოფ.ქაისხევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 24 იანვარი

0
(განახლებულია 00:42 24.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 იანვარს წმიდა თეოდოს დიდს და ღირს თეოდოს ანტიოქიელის იხენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა თეოდოსი დიდი

წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში.  

თეოდოსიმ რამდენიმე ხანი სიწმიდით განთქმული ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაჰყო, შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი განმარტოება ისურვა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე.

 ოცდაათი წელი ცხოვრობდა წმიდა მამა ამ მღვიმეში და ფიცხელი შრომითა და მარხვით ცდილობდა ხორციელი გულისთქმების დაოკებას: მხოლოდ კვირა დღეს ჭამდა; დღე და ღამე ლოცვად იდგა. წმიდანმა იქ ააგო პირველი საერთო საცხოვრისი, ანუ, ლავრა, რომელიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს. წმიდა მამა ზრუნავდა სნეულებზეც. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს.

„და ვინმცა შეუძლო მოთხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაჲ იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე“? ყოველ კვირას, შაბათის მწუხრიდან გათენებამდე, იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა, ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა.

იმპერატორ ანასტასის (491-518) ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიხისა და სევერის მწვალებლობა, რომლებიც „უთავოებად“ (ბერძნულად აკაფალებად) იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებებისა და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. თეოდოსი აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად: ყველა მონასტრის წინამძღვარი შეჰყარა, მათთან ერთად მეფეს მისწერა წერილი, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი და განაცხადა: ბერები „არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს“. იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღვთო შურით აღძრული წმიდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა.

ღირსი  მამა 105 წლის ასაკში მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს.

ღირსი თეოდოსი ანტიოქიელი 

წმინდა თეოდოსი ანტიოქელმა სიყმაწვილეშივე დატოვა მდიდრული ოჯახი და მცირე კელიაში დასახლდა ისის ყურის სანაპიროზე, ქალაქ როსის მახლობლად. წმიდანს შიშველ მიწაზე ეძინა, ჯვალოს სამოსელი ეცვა და თან რკინის მძიმე ბორკილებსაც ატარებდა. მას თმები ისე წამოეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა. მარხვის და ლოცვის დაუსრულებელი ღვაწლით ღირსმა თეოდოსიმ დათრგუნა ხორციელი ვნებები, მრისხანება დააცხრო და გონება არაწმინდა ფიქრებისაგან განიწმინდა. თავის სამშობლოში მან დააარსა მონასტერი და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა, ღირსი მამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მწირებისა და მიუსაფრების მიმართ. წმიდანმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და წარმართებიც. ზღვაოსნები განსაცდელის ჟამს შემწედ „თეოდოსის ღმერთს“ უხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. წმიდანის ეშინოდათ, პატივს სცემდნენ ყაჩაღებიც და ლოცვას ითხოვდნენ მისგან. თეოდოსიმ გადაწყვიტა, განრიდებოდა ადამიანურ დიდებას. სოფელ მარათონის მახლობლად დაიწყო განდეგილი ცხოვრება და მიიცვალა კიდეც მშვიდობით (+დაახლ. 412).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0