მიხეილ სარჯველაძე

„ვის შეეხება ამნისტია“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა

118
(განახლებულია 21:43 21.12.2020)
პარლამეტში წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს მოიცავს, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც ამავე დროს კანონპროექტის ინიციატორია.
„ვის შეეხება ამნისტია“ - განმარტა
„ძირითადად აქცენტი აღებულია არაძალადობრივ დანაშაულებზე, მათ შორის ეკონომიკურ დანაშაულებზე, ნარკოდანაშაულზე, თუმცა არის რამდენიმე შედარებით ნაკლებად მძიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულიც, რომლებზეც ასევე გავრცელდება ამნისტია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

საკანონმდებლო ორგანოში „ამნისტიის შესახებ“ ახალ კანონზე მსჯელობას მიმდინარე კვირიდან დაიწყებენ, ამნისტია კანონის მიღების შემდეგ ასობით პატიმარს შეეხება.

 

118
ლევან გიგინეიშვილი

ლევან გიგინეიშვილი: რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო ნაკლებად ხარ...

13
(განახლებულია 20:24 23.01.2021)
ლევან გიგინეიშვილი საუბრობს ისეთ თემაზე, როგორიცაა სოციუმში შეჭრილი ინფექცია - სიხარბის კულტზე, რომელსაც ადამიანი მსხვერპლად სწირავს ადამიანობას.
ლევან გიგინეიშვილი: რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო ნაკლებად ხარ...
„თუკი ადამიანებს გვინდა ერთმანეთი ჩავძიროთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანური ბუნებისგან გადავუხვიეთ. ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები უნდა ვიყოთ. ჩვენი ბუნების მთავარი ასპექტი კეთილგანწყობაა, მაგრამ სოციუმმა დაგვამახინჯა, ამიტომ ჩვენ სოციუმი უნდა გამოვასწოროთ, სოციუმი, რომელშიც ძალიან დიდი ინფექციაა შეჭრილი“, - აცხადებს ლევან გიგინეიშვილი.

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი განმარტავს: ქრისტიანულ კულტურაში ადრე ბევრი რამ იყო ისეთი, რაც ფულზე დამოკიდებული არ იყო. მაგალითად, პაჟი ბატონს ერთგულების ძალით და არა ფულის გამო ემსახურებოდა, ექიმი პაციენტს კურნავდა არა ფულისთვის, არამედ იმიტომ, რომ ჰიპოკრატეს ფიცი ჰქონდა დადებული და მისი ღვთიური მოვალეობა იყო, რომ პაციენტს დახმარებოდა. 

 

13
ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა: ცხოვრებაში არის რვა მოლოდინი, რომელიც  ადამიანის ცხოვრებას ანგრევს

59
ალექსანდრე ჯეჯელავა განიხილავს იმ ცრუ მოლოდინებს, რაც ადამიანს აქვს ხოლმე ცხოვრებაში და არ ამართლებს.
ალექსანდრე ჯეჯელავა: ცხოვრებაში არის რვა მოლოდინი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ანგრევს

„არის რვა მოლოდინი, რომელიც დაგანგრევთ. რაც უფრო მაღალია მოლოდინი, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს სხვაობა მოლოდინსა და რეალობას შორის. პირველი მოლოდინი არის ის, რომ ცხოვრება უნდა იყოს სამართლიანი და ყველამ უნდა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს, თუმცა ასე არ ხდება ხოლმე. ამიტომ რაც უფრო მალე დავეშვებით ციდან ჩვენთვისვე უკეთესია. დამსახურება ყოველთვის არ შეეფერება შედეგს. მას რასაც მივიღებთ, ხან სამართლიანად შედეგად ჩავთვლით, ხან- უსამართლოდ“, - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

პედაგოგ ალექსანდრე ჯეჯელავას აზრით: „მეორე მოლოდინი ძალიან პოპულარულია საქართველოში და ჟღერს ასეა: მე შესაძლებლობები თავზე დამეცემა ციდან, ანუ თუ აღმოვჩნდები სწორ ადგილას და სწორ დროს, რაღაცეები მოხდება. დაწინაურება იქნება ეს, თუ ბიზნეს შესაძლებლობა ან ლატარიაში მოგება - ყველაფერი თავზე დამეცემა. საქმე კი ისაა, რომ რეალობა ამას სრულებით არ შეესაბამება“.

59
შესასვლელი ლილოს ბაზრობაზე

„ლილო მოლის“  მოვაჭრეები მაღაზიების თვითნებურად გახსნას გეგმავენ

0
„ლილო მოლის“ ადმინისტრაციის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა პირდაპირი გავლენა იქონია მოვაჭრეთა შემოსავალზე და დიდი ზარალი მიაყენა მათ.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება რუსთავი 2.

ეპიდვითარების გაუარესების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. იმ დღიდან ყველა სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა (გარდა აგრარული ბაზრისა) დაკეტილია. 22 იანვარს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელის თანახმადაც მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მუშაობას 1 თებერვლიდან, ხოლო ღია და დახურული ტიპის ბაზრობები 15 თებერვალიდან განაახლებენ.

„ლილო მოლის“ მოვაჭრეები, სავაჭრო ცენტრების მსგავსად, 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ 1 თებერვლიდან გახსნის ნებართვას არ მიიღებენ, რეგულაციებს არ დაემორჩილებიან და მაღაზიებს თვითნებურად გახსნიან.

„ყველა რეგულაცია, რაც არის მოთხოვნილი აბსოლუტურად აკმაყოფილებს 6 ათასივე მაღაზია. შეუძლიათ ნებისმიერი გახსნან და შეამოწმონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ თოდრიამ.

როგორც „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, ბაზრობების ხელმძღვანელები მთავრობას წერილობით თხოვნას გაუგზავნიან, რათა მათ მუშაობის დაწყება 1 თებერვლიდან შეძლონ.

„მეექვსე თვეა რაც დახურულები ვართ და ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ვაჭრობის სფერო არ უნდა იყოფოდეს სექტორებად და თუ გახსნაა, უნდა იხსნებოდეს და უფრო თანაბრად გადანაწილდება ვიზიტორების რაოდენობა", - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შეკრებილები არიან  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, სპორტსმენები, გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

0