მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი: 21 დეკემბერს სამყაროს მიკრორევოლუცია ხდება

565
(განახლებულია 20:18 19.12.2020)
მიხეილ ცაგარელი საუბრობს იმაზე, თუ რა მოვლენები განვითარდება დედამიწაზე 21 დეკემბერს, როდესაც მაგნიტური ველის სიხშირე მატულობს.
მიხეილ ცაგარელი: 21 დეკემბერს სამყაროს მიკრორევოლუცია ხდება
„დედამიწას აქვს თავისი გეომაგნიტული გრავიტაციული ველი, რომელიც რეალურად 20 დან 30 ჰერცამდეა. 21 დეკემბერს კი ჩვენ ვცდებით ამ ნიშნულს, ანუ მაგნიტური ველის სიხშირის მატულობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება სამყაროს მიკრორევოლუცია მთელი ეს პანდემია და თანმდევი პროცესები შეთხვევითი არ არის, ყველაფერს თავისი კანონზომიერება ახლავს“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს: „თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ დედამიწას სამყარო გადაჰყავს ახალ შკალაზე, განვითარების ახალ დონეზე, რომელსაც აზროვნების მეოთხე განზომილება ჰქვია. ეს პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში უნდა მოხდეს ენერგიების ძირითადი გადატვირთვა. 2000 წელიწადში ერთხელ ეზოთერიკებმა ვიცით, რომ ოზონის ხვრელი ჩნდება. ანუ ამ დროს სიხშირეები იცვლება და ამიტომ ჩვენი ცნობიერებაც უნდა შეიცვალოს“.

565
ზურაბ მხეიძე

ზურაბ მხეიძე: ეს ურთიერთობები თუ კარგად ვიცით, მაშინ თანაცხოვრება გამოგვივა

47
(განახლებულია 20:24 18.01.2021)
ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე საუბრობს ცოლ-ქმრის ურთიერთობებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ, რომ მათ შორის მოსალოდნელი კრიზისი აიშორონ თავიდან.
ზურაბ მხეიძე: ეს ურთიერთობები თუ კარგად ვიცით, მაშინ თანაცხოვრება გამოგვივა
„როცა იცი, რომ ემოციური კვება ორივესთვის საჭიროა, მაშინ ეს საკვები უნდა მისცე. დავუშვათ ოთხი წელია ერთად ვართ, ახლა მე რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო, რომ ის ემოცია კი არ იყოს მარტო, მას მეორე ახალი ემოციაც დავუმატო“, – ამბობს ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგის აზრით: „შესაძლებელია იმ ემოციის განახლება იმით, რომ რაღაც ოცნება აუსრულო, მაგალითად, უნდოდა ინდიელების კოსტიუმი და შენ მას სიურპრიზი გაუკეთე და ეს ოცნება აუსრულე“.

47
რამაზ გიგაური

რამაზ გიგაური: განდიდების მანია არ მჭირს, მაგრამ კარგი ასტროლოგი ვარ და ვერ მომატყუებ

74
(განახლებულია 14:57 18.01.2021)
რამაზ გიგაური საუბრობს იმაზე, რომ ჰოროსკოპი ის მოცემულობაა, რაშიც ჩვენ გავჩნდით, ეს კოსმობიოლოგიური საათია.
რამაზ გიგაური: განდიდების მანია არ მჭირს, მაგრამ კარგი ასტროლოგი ვარ და ვერ მოამტყეუბ
„ჰოროსკოპით ჩვენ საკუთარ პოტენციალს ვიგებთ, იმას, თუ რა თვისებები გვაქვს, გამარჯვება სადაა, რა მიდრეკილებები გვაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია ჰოროსკოპით რაღაც გრანდიოზული განვახორციელოთ“, – ამბობს რამაზ გიგაური.

მწერალი და ასტროლოგი რამაზ გიგაური ამბობს: „გამართლება პირობითია, მთავარია აზრი, მაგრამ როგორც კი ჩვენ ვიწყებთ ამ აზრის ჩვენი სიტყვებით გადმოცემას, ეს აზრი ან არის, ან არა. რადგან ერთი ადამიანი რასაც ამბობს, მეორეს ეს სხვანაირად ესმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“.

74
ჯანჯაფილი

როდის არის ჯანჯაფილი საზიანო: ექიმი გაფრთხილებთ

0
(განახლებულია 17:06 19.01.2021)
მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, ირკვევა, რომ ჯანჯაფილის მიღება ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ჯანჯაფილი (იმბირი, კოჭა) ცნობილია მრავალრიცხოვანი სასარგებლო თვისებებით, თუმცა ზოგმა ადამიანმა ის არ უნდა გამოიყენოს, განუცხადა რადიო Sputnik-ს თერაპევტმა და დიეტოლოგმა მარია ჩერნიაევამ.

მისი თქმით, ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლო მცენარეა, ის შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო მიკროელემენტებს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს და ხელს უწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას.

„ჯანჯაფილი შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით მიიღოთ. ის საკმაოდ უნივერსალური პროდუქტია. მაგალითად, მშრალი სახით ჯანჯაფილი თვისებებს ხანგრძლივად ინარჩუნებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანჯაფილის ნედლი ფესვი, ჩამოხეხოთ, აურიოთ თაფლში, დაამატოთ ჩაიში, მოამზადოთ სხვადასხვა სასმელი, ნაყენი“, — აღნიშნავს დიეტოლოგი.

გარდა ამისა, აზიის ქვეყნებში ჯანჯაფილს უმატებენ წვნიანებსა და სანელებლებს და ასევე მიირთმევენ მარინადის სახითაც, რაც ასევე ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან  აქვს ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული ეფექტი.

ექიმის თქმით, მიუხედავად უამრავი სიკეთისა და გადაჭარბების დოზის არარსებობისა, მაინც არ ღირს იმბირის კილოგრამობით მოხმარება. უკეთესია, თუ მას რაიმეზე დანამატის სახით მიიღებთ დღეში 80–100 გრამის ოდენობით.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი>>

ამასთან, სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ჯანჯაფილი უკუჩვენებებს იწვევს.

„ჯანჯაფილს შეუძლია გააძლიეროს სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მოქმედება, ვინაიდან მას თავად აქვს სისხლის გამათხელებელი ეფექტი. გარდა ამისა, კოჭამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, რადგან ნაღველდენა იზრდება. კუჭის ლორწოვანი გარსის ზოგი ანთებითი ცვლილების გამწვავების დროსაც უკეთესია, ეს პროდუქტი ბოროტად არ გამოიყენოთ“, — განმარტა ჩერნიაევამ.

.

0
თემები:
ექიმი გირჩევთ