„საქართველოში უკვე ჩამოფრინდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა. დღეს საქართველოში არის „რემდესივირი“, რომელიც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.ტიკარაძე: პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია
ტიკარაძის განცხადებით, „რემდესივირი“ ამ ეტაპზე მხოლოდ კონკრეტულ პაციენტებზე გადანაწილდება – რომლებზეც ჩაითვლება, რომ მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით პრეპარატის გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება.
„როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო. კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.გახარია: კარგად გვესმის, რას ნიშნავს მოსწავლეებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა
პრემიერმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის სწრაფად აღდგენა ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.
„პარლამენტარები აქტიურად ვართ ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ბოლო დღეების განმავლობაში არ ცხრება სპეკულაციები, თუმცა არის ჯანსაღი დისკუსიაც, რამდენად მართებულია შეზღუდვების ის ფორმები, რაც არის ქვეყანაში, რომლის ეტაპობრივი მოხსნაც არის ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი“, – განაცხადა მდინარაძემ.მდინარაძე: შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა არის ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი
მისი განმარტებით, სწორედ ამ შეზღუდვების შედეგია, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო.
რუსული პოპ-ესტრადის დედოფალი ქეთა თოფურია ერთი კვირის წინ დედა გახდა. ქეთას ვაჟი - ადამი, ბელორუსი დიპლომატისგან - ლევ დენგოვისგან შეეძინა. წყვილმა თავისი ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბრის თვეში დააკანონა.
View this post on Instagram
ქეთამ ადამი მოსკოვის ერთ-ერთ წამყვან სამშობიარო კლინიკაში გააჩინა. მან პირველი ფოტოს გამოქვეყნებისას ისიც აღნიშნა, რომ ადამი განსაკუთრებულ დღეს დაიბადა - 21 წლის 21-ე დღეს, 21-ე საუკუნეში.
ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ქეთამ რამდენიმე საათის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის სახლში დაბრუნდა, რომელიც სავსეა ყვავილებით. როგორც ჩანს, მომღერალი სიურპრიზმა ძალიან გააბედნიერა.
ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში თაყვანისმცემლები მას ბიჭის დაბადებას „უწინასწარმეტყველებდნენ“. ქეთა შვილის სქესს საგულდაგულოდ მალავდა, ისევე, როგორც ფეხმძიმობას. მან ორსულობის შესახებ გულშემატკივრებს კლიპის მეშვეობით შეატყობინა.
View this post on Instagram
ქეთასთვის ეს მეორე შვილია. მას ქალიშვილი ოლივია ჰყავს. ნახევარ და-ძმას შორის 6-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 34 წლის მომღერალმა პირველი ქალიშვილი 2015 წელს გააჩნა და პირველ ქმარს ორი წლის შემდეგ დაშორდა.