ნათია თურნავა: სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია ნებისმიერი სასტუმროს საქმიანობა

© Sputnik / STRINGERნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა სამთო-სათხილამურო კურორტებზე წინასაახალწლოდ სასტუმროების, კოტეჯებისა და მცირე ზომის „გესთჰაუსების“ მუშაობაზე საუბრობს.
ნათია თურნავა: სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია ნებისმიერი სასტუმროს საქმიანობა
„სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია არა მხოლოდ დიდი სასტუმროების, არამედ ნებისმიერი სასტუმროს საქმიანობა. გარდა ამისა, ჩვენ შევაჩერეთ საბაგიროების მუშაობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია – ის დამსვენებლები, ვინც სათხილამუროდ ადიოდა ამ კურორტებზე, ამ პერიოდში არ ავა. რაც შეეხება კერძო სახლებს და ბინების გაქირავებას, სახლში თუ ვინმე ავა, ამის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, ძალიან პასუხისმგებლიანად მოეკიდონ ამ პერიოდს, ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი. ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განმარტებით, ამ ახალ წელს ნაკლებად ვიზეიმოთ, ნაკლებად ვიქეიფოთ და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ.

ყველა ახალი ამბავი
0