კალაძე: არც ერთ ნაგებობაში, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე ე.წ. აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ მოსახლეობა როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით გააფრთხილა.
კახა კალაძე: არც ერთ ნაგებობაში, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა ადამიანები არ ცხოვრობდნენ
„ჩემთვის ძალიან პრიცნიპულია სამართლიანობა. მე ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბეც, რთული პერიოდიც. მაგრამ გავიზარდე ისე, რომ მშობლები ყოველთვის მასწავლიდნენ: რაც უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, არასდროს არ უნდა შევხედო სხვა, წარმატებულ ადამიანს ცუდი თვალით, არ უნდა შემეხარბოს მისი, არასდროს არ უნდა მოვიპარო. შესაბამისად, ეს კონკრეტული შემთხვევები – ეს ხომ ჩემი საკუთარი მიწები არ არის. ეს თითოეული თქვენგანის ქონებაა და როდესაც ხდება მიწების დატაცება, უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა კაგეტორიულად მიუღებელია. ამ მშენებარე შენობა-ნაგებობებში არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. მიმდებარე ტერიტორიებზე არის დატაცებული მიწები, უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები, სადაც კონკრეტული ოჯახები, ადამიანები ცხოვრობენ და ამ სახლებს, ამ ადამიანებს არავინ არ შეხებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები, რომ მათ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

ყველა ახალი ამბავი
0