მიკროფონი

კულუმბეგოვი: ადამიანის იმუნური სისტემა არის ერთადერთი, რომელიც ამარცხებს კორონავირუსს

81
(განახლებულია 22:34 15.12.2020)
იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმუნიტეტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ძლიერი იმუნიტეტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კორონავირუსთან, არამედ ნებისმიერ ინფექციასთან საბრძოლველად.
კულუმბეგოვი: ადამიანის იმუნური სისტემა არის ერთადერთი, რომელიც ამარცხებს კორონავირუსს
„იმუნური სისტემის მზადყოფნა და გაჯანსაღების უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომ ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ ნებისმიერ ინფექციას გავუმკლავდეთ. როდესაც ვლაპარაკობთ კოვიდზე, ერთადერთი წამალი და იარაღი, რომელიც ადამიანს აქვს, ეს არის საკუთარი იმუნური სისტემა. ადამიანის ორგანიზმი არის ერთადერთი, რომელიც ამარცხებს ამ ვირუსს, სხვა მეტი არ არსებობს. უნდა ვთქვათ, რომ იმუნიტეტის გაჯანსაღების უნიკალური მედიკამენტი დღეს მედიცინას არ გააჩნია“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

მედიკოსის განცხადებით, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მთავარია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ძილის მოწესრიგება, დაბალანსებული, სწორი კვება და სტრესის მართვა, რადგან ის იმუნურ სისტემას ძალიან აქვეითებს და ნებისმიერი დაავადებისთვის ხელ-ფეხი იხსნება.

81
გიორგი გახარია

გახარია: კარგად გვესმის, რას ნიშნავს მოსწავლეებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა

144
(განახლებულია 21:02 26.01.2021)
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ ისაუბრა.
გახარია: კარგად გვესმის, რას ნიშნავს მოსწავლეებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა
„როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო. კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის სწრაფად აღდგენა ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.

144
მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა არის ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი

40
(განახლებულია 20:12 26.01.2021)
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას ეხმიანება.
მდინარაძე: შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა არის ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი
„პარლამენტარები აქტიურად ვართ ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ბოლო დღეების განმავლობაში არ ცხრება სპეკულაციები, თუმცა არის ჯანსაღი დისკუსიაც, რამდენად მართებულია შეზღუდვების ის ფორმები, რაც არის ქვეყანაში, რომლის ეტაპობრივი მოხსნაც არის ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, სწორედ ამ შეზღუდვების შედეგია, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო.

40
სანთლები

გარდაიცვალა მსახიობი მამუკა ლორია

0
რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს სიცოცხლის განმავლობაში სხვადასხვა ტელესერიალსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი ავრცელებს.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მამუკა ლორიამ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. ის 1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრში მოღვაწეობდა. 

თეატრის სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის სპექტაკლებში "კავკასიური ცარცის წრე“, „დარისპანის გასაჭირი“, „მტრის ნიღაბი“ და სხვ.

მსახიობი გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში. მათ შორისაა ქართული მხატვრული ფილმები „ლოლიტა“, „გარიგება“, „ყველაფერი კარგად იქნება“ და ა.შ.

მსახიობს მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო - „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.

0
თემები:
საქართველო და კულტურა