ლევან რატიანი

ლევან რატიანმა განმარტა, რა მოხდება, თუ ჯანდაცვის პოლიტიკა არ შეიცვალა

58
(განახლებულია 18:40 25.11.2020)
რადგან ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი და ლეტალობის ინდექსი  პროგრესულად იზრდება, ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო სტრატეგია უნდა შეიცვალოს, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ლევან რატიანმა განმარტა, რა მოხდება, თუ ჯანდაცვის პოლიტიკა არ შეიცვალა
„თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისეთივე კონსერვატორიული მიდგომა არ აირჩია სახელმწიფომ, როგორც ამას ვაკეთებდით წინა პერიოდში, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა აუცილებლად ძალიან მალე ჩამოინგრევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ საავადმყოფოში მკურნალობა, მათ ამ სერვისს სამედიცინი დაწესებულებები ვერ გაუწევენ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 115 ათასს მიაღწია. კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში გარდაიცვალა 1.085 ადამიანი, ამ დროისათვის კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.145 ადამიანი.

58
გიორგი ფხაკაძე

ფხაკაძე: 2023 წლამდე  ჩვენ  ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს

13
(განახლებულია 15:52 25.01.2021)
გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე საუბრობს და ამბობს, რომ პანდემია კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ფხაკაძე: 2023 წლამდე ჩვენ ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს
„ეს ვირუსი კიდევ დიდხანს იქნება.  ვაქცინაციის პროგრამა 2023 წლამდეა გაწერილი. ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ღია, გამჭირვალე საუბარი მოქალაქეებთან.  არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ერთ თვეში, ან ორ თვეში ყველაფერი კარგად იქნება და გაიხსნება ქვეყანა.  არაფერი არ გაიხსნება. რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ჩვენ ვიცით, რომ 2023 წლამდე მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება“, -ამბობს ფხაკაძე.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი სიმართლისთვის თვალებში შეხედვაა და ეს სიმართლე სამედიცინო პირბადეა ( მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო, აკრძალული უნდა იყოს სხვა სახის პირბადეების გაყიდვა),  ჰიგიენისა და  ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, სადაც შესაძლებელია.

 

13
ლევან გიგინეიშვილი

ლევან გიგინეიშვილი: რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო ნაკლებად ხარ...

67
(განახლებულია 20:24 23.01.2021)
ლევან გიგინეიშვილი საუბრობს ისეთ თემაზე, როგორიცაა სოციუმში შეჭრილი ინფექცია - სიხარბის კულტზე, რომელსაც ადამიანი მსხვერპლად სწირავს ადამიანობას.
ლევან გიგინეიშვილი: რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო ნაკლებად ხარ...
„თუკი ადამიანებს გვინდა ერთმანეთი ჩავძიროთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანური ბუნებისგან გადავუხვიეთ. ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები უნდა ვიყოთ. ჩვენი ბუნების მთავარი ასპექტი კეთილგანწყობაა, მაგრამ სოციუმმა დაგვამახინჯა, ამიტომ ჩვენ სოციუმი უნდა გამოვასწოროთ, სოციუმი, რომელშიც ძალიან დიდი ინფექციაა შეჭრილი“, - აცხადებს ლევან გიგინეიშვილი.

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი განმარტავს: ქრისტიანულ კულტურაში ადრე ბევრი რამ იყო ისეთი, რაც ფულზე დამოკიდებული არ იყო. მაგალითად, პაჟი ბატონს ერთგულების ძალით და არა ფულის გამო ემსახურებოდა, ექიმი პაციენტს კურნავდა არა ფულისთვის, არამედ იმიტომ, რომ ჰიპოკრატეს ფიცი ჰქონდა დადებული და მისი ღვთიური მოვალეობა იყო, რომ პაციენტს დახმარებოდა. 

 

67
ალექსანდრა პაიჭაძე

„ჩემი შეყვარებული ჩემზე უკეთესს თუ ნახავს...“ - რას გეგმავს ალექსანდრა პაიჭაძე?

0
(განახლებულია 15:09 25.01.2021)
ალექსანდრა პაიჭაძე ეჭვიანი საერთოდ არ ყოფილა. ნახეთ რა აღიარა სოციალური ქსელის მომხმარებლებთან მოდელმა

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე დიდი ხანია აღარ მალავს, რომ მისი გული დაკავებულია და მეორე ნახევარი იპოვა, თუმცა მისი ვინაობის გასაჯაროებას, როგორც ჩანს, არ აპირებს. ცოტა ხნის წინ პაიჭაძეს ჰკითხეს, არის თუ არა ეჭვიანი, რაზეც მოდელმა საკმაოდ გულახდილი და არაორდინალური პასუხი გასცა.

მოდელი წერს, რომ დარწმუნებულია, მისი შეყვარებული მასზე უკეთესს ვერ იპოვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ თუ მასზე უკეთესი გამოჩნდა ვინმე, ალექსანდრაც შეუერთდება წყვილს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ალექსანდრას კამერების წინ პოზირება ძალიან უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, ფოტოებზე მეტად უპირატესობას ვიდეოების გადაღებას ანიჭებს. უკანასკნელ გაზიარებულ ფოტოებზე ყოფილი ფიტნეს-ინსტრუქტორი შიშველი პოზირებს. მას ფოტოზე მკერდი უჩანს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება