თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაცია: „კოვიდით დაავადების დროს სახლში ყოფნა იმითაა კარგი, რომ შენს სივრცეში ხარ“

3
(განახლებულია 21:01 22.11.2020)
თიკა ფაცაცია, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა, ყვება იმაზე, თუ როგორ გადაიტანა კოვიდი, რა განცდები დაეუფლა და როგორ აჯობა შიშს.
თიკა ფაცაცია: „კოვიდით დაავადების დროს სახლში ყოფნა იმითაა კარგი, რომ შენს სივრცეში ხარ“

„ორშაბათს სახლში რომ წავედი, დილით სიცხიანმა გავიღვიძე. მოკლედ ისე განვითარდა მოვლენები, რომ კოვიდი დამიდასტურდა და სახლში აღმოვჩნდი. ამ 12 დღეს შემიძლია დავარქვა სათაურად „შიში“, იმიტომ, რომ ამ დღეებში ყველაზე დამთრგუნველი სწორედ შიში იყო. ეს შიში შეიძლება სხვადასხვა ეტაპებად დავყო. პირველი სამი დღე იმის შიში მქონდა, რომ ეს კოვიდი ჩემი ახლობლებიდან ვაითუ ვინმეს გადავდე“- ამბობს თიკა ფაცაცია. 

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია იხსენებს: „კოვიდი საკუთარ თავს სრულად გავიწყებს, ანუ ეგოიზმს გავიწყებს, რაც, ვფიქრობ, არ არის ცუდი თვისება, მაგრამ საშინელი შიში გიჩნდება იმ ადამიანების გამო, ვისთან ერთადაც იყავი. ამიტომ თავიდან მიდის იმ ადამიანების გამოცხრილვა, ვინც იმ პერიოდში შენს გვერდით იყო. ბედნიერებაა ის მომენტი, როცა მახსენდებოდა, რომ მათ წინაშე პირბადით ვიყავი.“

3
დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: ეს პარლამენტი არ იქნება სრულფასოვანი

46
(განახლებულია 20:04 24.11.2020)
პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე და ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე საუბრობს.
უსუფაშვილი: ეს პარლამენტი არ იქნება სრულფასოვანი
„ხელისუფლებას ჩვენ კონსტიტუციურ გზას ვთავაზობთ გამოსავლისთვის. ამ უმძიმეს მდგომარეობას თავი უნდა დავაღწიოთ. არჩევნების თემა უნდა გადავწიოთ უკვე ოთახებში და პარლამენტში. მათ იციან რა სერიოზულ პრობლემებს წააწყდებიან, თუ 60 ოპოზიციური მანდატი იქნება პარლამენტში თავისუფალი და ამის შევსების შანსი არ იქნება შემდეგი ოთხი წელი. ეს არის სერიოზული სამართლებლივ-კონსტიტუციური კრიზისი. ეს არ არის „ქართული ოცნების" პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

ქართული ოპოზიცია 31 ოქტომბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები არ შეცვლილა.

46
ლევან გოგიჩაიშვილი

გოგიჩაიშვილი: ნაადრევად დავიწყეთ ზეიმი და გაგვიტანეს გოლი

35
(განახლებულია 19:12 24.11.2020)
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ზეიმი ნაადრევი იყო.
გოგიჩაიშვილი: ნაადრევად დავიწყეთ ზეიმი და გაგვიტანეს გოლი
„თქვენ ხომ გახსოვთ, როგორი ზეიმი იყო, სწორი და კარგიც იყო, სწორი ნაბიჯები გადაიდგა და შედეგიც იყო. მაგრამ არ დაამთავრეს და არ იფიქრეს ხვალინდელ დღეზე. როგორც წესი, უპასუხისმგებლობა, ნაადრევი ზეიმები და ტრაბახი ასე მთავრდება. ნაადრევად დავიწყეთ ზეიმი და გაგვიტანეს გოლი. შეგვეძლო, რომ აქამდე არ მივსულიყავით. ამიტომ ვამბობდით, რომ არჩევნები გადაგვედო ექვსი თვით, სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდებოდა. არავინ არავინ არ დაინდო არჩევნების გამო“, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სექტემბრიდან მკვეთრად გაუარესდა. ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა თითქმის 4 ათასს აღწევს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი უკვე 111 ათასს გადააჭარბა.

35
პოლიციის ლენტი

დიღომში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს

0
შუა ხნის ქალის ცხედარი ბელიაშვილის სკვერში იპოვეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი და უსახლკარო იყო.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში სოციალურად დაუცველი უსახლკარო ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, უსახლკარო სიცივისგან გაიყინა. გარდაცვლილი სკვერში რამდენიმე საათის განმავლობაში ესვენა, სანამ ადგილზე მისული პოლიცია მის ვინაობას დაადგენდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში