მადონა კოიძე

ვინ იცავს მომხმარებლის უფლებებს

37
(განახლებულია 19:35 18.11.2020)
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ და პოპულარული გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ განმარტა, როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, თუ ხედავს, რომ მისი უფლებები ირღვევა.
ვინ იცავს მომხმარებლის უფლებებს
„მომხმარებლის უფლებების დაცვა არის გადანაწილებული სხვადასხვა კანონებში თუ კოდექსებში. ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა თვითონ დაიცვას საკუთარი უფლებები. ამიტომ არის, საბედნიეროდ, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მომხმარებელთა ფედერაცია, არის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, სადაც პროექტი აქვთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. სურსათის კოდექსშია კიდევ ჩანაწერი მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და უფლებების შესახებ, მაგრამ... სანამ ცალკე კანონი არ იქნება მიღებული, მანამ ჩვენი ორგანიზაციები ვეხმარებით მომხმარებლებს“, – აღნიშნა მადონა კოიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

1996 წელს მიღებული საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ძალადაკარგულად 2012 წელს გამოცხადდა. მართალია, ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობაზე პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში ყოფნის პერიოდშიც საუბრობდნენ, მაგრამ, მადონა კოიძის ცნობით, ახალი კანონი ჯერჯერობით არ მიუღიათ.

37
სალომე ეპიტაშვილი

სალომე ეპიტაშვილი: დროებით იზღუდება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა

42
(განახლებულია 21:36 30.11.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სალომე ეპიტაშვილი დაწესებული შეზღუდვების გამო უწყებაში შეცვლილ წესებზე საუბრობს.
სალომე ეპიტაშვილი: დროებით იზღუდება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა
„ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე“, – განაცხადა სალომე ეპიტაშვილმა.

სალომე ეპიტაშვილის განცხადებით, დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.

42
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

38
(განახლებულია 16:35 30.11.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-სგან გამოჯანმრთელების შემდეგ პანდემიის გამო ქვეყანაში შემოღებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა.
თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული
„ყველა იმ პროცესმა, რომლის დროსაც რეგულაციები ირღვეოდა, ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას. სულ ერთია იქნებოდა ეს პოლიტიკური მიტინგი, ქელეხი, ქორწილი, იუბილე თუ სხვა ღონისძიება. რაც შეეხება შეზღუდვების შემოღებას, მოსახლეობას ჰქონდა დაკვეთა, რომ, ერთი მხრივ, შევამციროთ კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა, მეორე – გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ შემოვიღოთ შეზღუდვები. არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ – ეს შეუძლებელია... ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა.

38
ირანის პარლამენტი

საშიში ნაბიჯები: ირანის ბირთვული პროგრამა გააქტიურდება

0
(განახლებულია 11:39 01.12.2020)
ფიზიკოს ფაჰრიზადეს მკვლელობის შემდეგ ირანის პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა ბირთვული პროგრამის გააქტიურების კანონპროექტი და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა იგი

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ირანის პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის ბირთვული პროგრამის აქტივიზაციის შესახებ პროექტის ზოგადი ნორმები, იუწყება სააგენტო Fars-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს, რომელიც ფიზიკოს მოჰსენ ფაჰრიზადეს მკვლელობის შემდეგ დაჩქარებული წესით შევიდა პარლამენტში განსახილველად, 251 დეპუტატმა მისცა ხმა. 

აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანაში ერთ წელიწადში 120 კგ–მდე ძლიერ გამდიდრებული ურანისა (საუბარია 20%-მდე გამდიდრებულ ურანზე, რომელიც ბირთვული იარაღის საწარმოებლად გამოიყენება) და ასევე ერთ თვეში 500 კგ დაბალგამდიდრებული ურანის წარმოებასა და დაგროვებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ირანი უკვე ამდიდრებს ურანს შეთანხმებით გათვალისწინებულ დონეზე მეტად — 4% ნაცვლად 3,67%-ისა.

გარდა ამისა, პარლამენტარების თქმით, დაგეგმილია ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგების — IR-2M–ისა და ასევე IR-6–ის ამოქმედება, მაშინ, როცა „ბირთვული გარიგება“ მხოლოდ პირველი თაობის ცენტრიფუგა IR-1–ის გამოყენებას ითვალისწინებს.

ახლა კანონპროექტის რატიფიკაციისთვის აუცილებელია კონსტიტუციის მცველთა საბჭოს თანხმობა. კანონპროექტებს ირანში სწორედ ეს ორგანო ამოწმებს. თუ კონსტიტუციის მცველთა საბჭო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს მოიწონებს, მაშინ შესასრულებლად სავალდებულო გახდება.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს